მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურისა და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდას ამზადებს. ტესტირება პირველად ჩატარდება.
არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს მოეთხოვებათ 6 ძირითადი საკითხის ცოდნა: კონკრეტულად კი სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების, საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა; ასევე მოსწავლის ცოდნისა და უნარის გაზომვა შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; უცნობი ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი; კრიტიკული აზროვნების უნარი; წერის კულტურა.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგების გამოცდებისთვის რეგისტრაცია ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა „ნაეკის“ განმარტებით, ტესტირება სავარაუდოდ ივლისში ჩატარდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა