სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

შეუძლიათ თუ არა მაძიებლის პროგრამაში ჩართულებს კურსის რამდენიმე დღეში გავლა? - დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მაძიებელი მასწავლებლები ფასდებიან
20-03-2022
-
+


მაძიებლობის კურსი იმ მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც სქემაში არ არიან ჩართულნი. კურსის ფარგლებში მაძიებლები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებენ, პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი უფროსის სტატუსი ენიჭებათ. ამასთან, აუცილებელია, რომ მაძიებელმა კურსის დასრულებამდე მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წარმატებით დაძლეული პროგრამა არ ჩაეთვლება, სკოლა კი მასთან თანამშრომლობას შეწყვეტს.

მასწავლებლის მაძიებელი პროგრამის ხანგრძლივობას თავად ირჩევს - მოკლევადიან ან გრძელვადიან კურსს. მოკლე კურსი გულისხმობს მინიმუმ 4 თვეს და 10 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი (პირი, რომელიც ფასილიტაციას უწევს მაძიებელს და ეხმარება კურსის პრაქტიკული ნაწილის დაძლევაში).

გრძელვადიანი კურსი კი გულისხმობს ორ წელს. 20 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს, ვინც კურსის ხანგრძლივობად აირჩევს ერთ წელზე მეტ ვადას. ოცივე გაკვეთილს უნდა დაესწროს ტუტორი და მოამზადოს შესაბამისი შეფასება.

შესაძლებელია თუ არა მაძიებლის პროგრამის რამდენიმე დღეში გავლა ნაცვლად 4 თვისა ან 2 წლისა?

მაძიებლები კურსის განმავლობაში რამდენიმე მოდულს გადიან, თითოეული განვლილი თემის ბოლოს კი ელექტრონულ სისტემაში  ფასდებიან. საკითხები არჩეული ვადის შესაბამისადაა გადანაწილებული. თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად მაძიებლებმა პრაქტიკულ ნაწილში განხორციელებული აქტივობები რეფლექსიების სახით უნდა წარადგინონ. მაძიებლებს დროზე ადრე, პროგრამის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კურსის დასრულება არ შეუძლიათ, რადგან პრაქტიკული ნაწილის შესრულება საკმაო დროს მოითხოვს, თუმცა თუ პრაქტიკის შეფასებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი მაძიებელს ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ექნება, მაგრამ პროგრამის დასრულების ბოლოს აღმოჩნდება, რომ რეიტინგულ შკალაზე საჭირო ზღვარი ვერ გადალახა, მას თეორიული ნაწილის თავიდან გავლა, დამოუკიდებლად შეუძლია. ელექტრონულ სისტემაში თითოეულ საკითხზე ვიდეო გაკვეთილებია მოცემული მიუხედავად იმისა, რომ თეორიული ნაწილი ვრცელია, თუ მაძიებელი მოინდომებს, 2-3 დღეში პროგრამას დაძლევს და თეორიული ნაწილის შეფასებას ანუ შკალაზე მოცემულ რეიტინგს გაიუმჯობესებს.

რა დოკუმენტების საფუძველზე შეფასდებიან მაძიებლობის პროგრამაში ჩართული პირები?

მაძიებლებმა პორტფოლიოში უნდა განათავსონ დოკუმენტები:

  1. გაკვეთილის გეგმა, კლასგარეშე აქტივობების გეგმა, თვითშეფასება, ტუტორის/დირექტორის ანგარიში, სამოქმედო გეგმის ანგარიში, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, ჩატარებული გაკვეთილების, კლასგარეშე აქტივობების კურსის, კვირის რეფლექსიები.
  2. სსსმ მოსწავლის უნარების შეფასების დასკვნა/ანგარიში და შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  3. კლასგარეშე აქტივობის (პროექტული მუშაობა/კლუბური მუშაობა/საწრეო მუშაობა და სხვა) გეგმა და რეფლექსია განხორციელებული აქტივობის შესახებ.
  4. თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება