სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ იღბლიანი მონაწილე ქალაქ ოზურგეთიდან აკაკი ზღულაძე გახდა
02-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ალექსანდრე სურგულაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე აკაკი ზღულაძე დაეუფლა.

როგორც აკაკი აღნიშნავს, „ეტალონში“ მონაწილეობა დიდი გამოცდილება და წარმატებაა:

„ეტალონში“ მონაწილეობა დიდი გამოწვევა, გამოცდილება და წარმატებაა ჩემთვის. მადლობა პროექტს მოცემული შანსისთვის. სამომავლო წარმატებებს ვუსურვებ საკუთარ თავს, სხვა მონაწილეებსა და ინტელექტ-ჩემპიონატს“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ალექსანდრე სურგულაძე მადლობას უხდის „ეტალონს“ განათლების წახალისებით საქვეყნო საქმის მსახურებისთვის და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს:

„ეტალონი“ მართლაც სახალხო პროექტია, რომელიც ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ცოდნასა და გამოცდილებას უმაღლებს. პროექტში მონაწილეობა მათი მომავალი წარმატებების საწინდარია. მადლობა „ეტალონსა“ და მის ავტორსა და წამყავს, გოჩა ტყეშელაშვილს გაწეული შრომისთვის“.

რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი მოხარულია ოზურგეთელი მოსწავლეების წარმატებული ასპარეზობით:

„ეტალონი“ საყოველთაო პროექტია. მასში მონაწილეობისა და გამარჯვების საშუალება თითოეულ მოსწავლეს ეძლევა. მოხარული ვარ ჩვენი ბავშვების წარმატებული ასპარეზობით და მადლობელი ვარ პროექტისა, რომელმაც წლებსა და ბევრ დაბრკოლებას გაუძლო და დღეს ოზურგეთში ცოდნის ზეიმი გამართა. გოჩა ტყეშელაშვილთან წლებია ვთანამშრომლობთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ „ეტალონს“.

„ქალაქ ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ მასწავლებელი მანანა გობრონიძე აკაკის პიროვნულ თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგი გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა:

„აკაკი უნიჭიერესი, ძალიან მონდომებული და წარმატებული მოსწავლეა. რაც მთავარია, კარგი პიროვნება და ადამიანია. ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტს მონიჭებული სიხარულისთვის და შანსისთვის, რომ გამარჯვების საშუალება მოგვცა“.

„ქალაქ ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი აკაკი ზღულაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიან ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს - დეტალური ინფორმაცია

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება