სიახლეები
სიახლეები

„ჩემი მოთხოვნაა, საერთოდ მოიხსნას ონლაინ-სწავლება სკოლებში“ - თემურ მიქელაძე
17-03-2022
-
+


პედიატრი თემურ მიქელაძე იმ სავალალო შედეგებზე საუბრობს, რომელიც პანდემიამ და ონლაინ-გაკვეთილებმა გამოიწვია ჯანმრთელობის მხრივ, იგი მიიჩნევს, რომ დისტანციური სწავლება საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან საბოლოოდ ტექნიკაზე დამოკიდებულ თაობებს გავზრდით, ეს კი რევოლუციამდელ პერიოდში დაგვაბრუნებს:

„ბავშვების უმრავლესობას აღენიშნება წელის ტკივილი, გამოვლინდა ეკრანდამოკიდებულება, რაც იწვევს გამოუძინებლობას, თავის ტკივილს... პრობლემას ართულებს ისიც, რომ გვგონია, ბავშვი ონლაინ-გაკვეთილს ესწრება, სინამდვილეში კი თამაშებშია ჩართული... ეს კატასტროფაა! ვფიქრობ, მთავრობამ ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციები უნდა შემოიღოს, თუმცა მშობლის, სკოლის და მასწავლებლის გარეშე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ზოგი სკოლა, პირიქით, მშვენივრად მოერგო სიტუაციას - მასწავლებელს აღარ უნდა სკოლაში წასვლა, ბავშვსაც აღარ უნდა სკოლაში წასვლა და მნიშვნელობა არ აქვს, სკოლა კერძოა თუ საჯარო.

ბავშვებს დისტანციური სწავლების პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. მშობელი, სკოლა და სამთავრობო სტრუქტურები თუ არ გაერთიანდებიან, ჩვენ ამ თაობას დავკარგავთ. ჩემი მოთხოვნა იქნება, საერთოდ მოიხსნას ონლაინ-სწავლება სკოლებში, განსაკუთრებით, მაღალ კლასებში; თუ სამთავრობო სტრუქტურები ამ საკითხით არ დაინტერესდებიან, კატასტროფის წინაშე დავდგებით“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება