მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, მასწავლებლის სახლი გრძელვადიან ტრენინგებს ატარებს, რის შემდეგაც ისინი უფროსის სტატუსს მიიღებენ. Etaloni.ge-სთან არაერთი მასწავლებელი დაინტერესდა, კვლავ გაგრძელდება თუ არა მუშაობა ამ მიმართულებით და თუ შეეძლებათ ტრენინგების გავლა გაზაფხულზე?
აღნიშნული კითხვით პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ გრძელვადიანი ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის კვლავ გრძელდება, თუმცა ჩართვას ისინი მას შემდეგ შეძლებენ, რაც სახელმწიფო ენის კურსს გაივლიან.
სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსები ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რათა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებმა უფროსის სტატუსი მიიღონ. მათ პრაქტიკოსის სტატუსი 2023 წლამდე უნარჩუნდებათ, მანამდე კი, სამი აუცილებელი კომპონენტის დაკმაყოფილება მოუწევთ:
♦ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება ნაწილობრივ (1, 4, 7, 10 კრედიტქულაზე);
♦ ქართული ენის, მინიმუმ, ბ1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება;
♦ პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგ-კურსის წარმატებით გავლა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა