მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ წევრებმა მე-4 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. მათ მოსწავლეებს სთხოვეს, რომ დაეწერათ წერილი, რომლის სათაურიც „დედა“ იქნებოდა.
აღნიშნულმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა დავალება დიდი მონდომებით, სიყვარულითა და ხალისით შეასრულეს. მათ თავიანთი ემოციები ფურცელზე გადმოიტანეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
სკოლა ყველა დედას ულოცავს 3 მარტს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება