სიახლეები
ინტერვიუ

„ნუ დაუჯერებთ მას, ვინც იმუნიზაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა“ - ამირან გამყრელიძე
02-03-2018
-
+


იმუნიზაცია ორგანიზმს ინფექციური დაავადების მიმართ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში ეხმარება. სხვადასხვა ვაქცინის სხეულში შეყვანით, ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება ხდება, რაც ზოგიერთი საშიში დაავადების და მისი გართულებების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. როცა იმუნური ვაქცინები არ არსებობდა, მსოფლიოში მილიონობით ბავშვი და მოზარდი იღუპებოდა. მიუხედავად ამ დიდი მიღწევისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საკუთარი შვილების აცრას, რასაც ხშირად სავალალო შედეგი მოსდევს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ მხრივ დაუმორჩილებელ მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკუთარი შვილები იმუნიზაციის პროგრამაში ჩართონ და მათ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ.

- ბატონო ამირან, მიუხედავად დიდი პროპაგანდისა, რაც იმუნიზაციას უკავშირდება, სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება მშობელთა მოსაზრებები, რომ ისინი თავიანთ შვილებს არ აცრიან და ამ მოსაზრებას იმუნიზაციის შესაძლო გართულებებით ხსნიან.

- ჩემი თხოვნა იქნება საზოგადოებისადმი, ამ ტიპის პროპაგანდას არ აჰყვნენ. იმუნიზაციის მოწინააღმდეგე ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან და მსგავს მიკროპროპაგანდას, პერიოდულად, ყველგან აქვს ხოლმე ადგილი. საერთაშორისო და ისტორიული გამოცდილება კი ამბობს და აჩვენებს იმას, რომ კაცობრიობას აცრაზე და იმუნიზაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია და დამცავი, პრევენციული ეფექტი ინფექციური დაავადებების განვითარების საწინააღმდეგოდ, არ მოუგონია. ამ აცრებმა გადაარჩინა და ახლაც იცავს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. 1990 წელს მსოფლიოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 15 მილიონი ბავშვი იღუპებოდა. დღეს კი ეს სიკვდილობა 5 მილიონამდეა ჩამოსული. ეს სტატისტიკა მხოლოდ და მხოლოდ აცრებმა და იმუნიზაციის გაუმჯობესებამ შეცვალა. 1990 წელს წითელათი მსოფლიოში ყოველწლიურად კვდებოდა 5 წლამდე ასაკის 500.000 ბავშვი. 2016 დაიღუპა მხოლოდ 80.000. რა თქმა უნდა, 80 000-იც ბევრია, მაგრამ შედარებაც არ არის წინა სტატისტიკასთან და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციის დამსახურებაა. იმუნიზაციის დამსახურებაა, რომ 1980 წლიდან მსოფლიოში აღარ არის ყვავილის დაავადება და მალე აღმოიფხვრება პოლიომიელიტი. 1989 წელს, მსოფლიოში პოლიომიელიტით კვდებოდა ან ინვალიდდებოდა 80.000 ადამიანი და დღეს ეს დაავადება მხოლოდ სამ ქვეყანაშია დარჩენილი და 60-მდეა დასული ფატალური შედეგი. ესეც იმუნიზაციის დამსახურებაა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ნუ დაუჯერებენ იმ მშობლებს, რომლებიც იმუნიზაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა და სხვა არაფერი.

- ამ ანტიპროპაგანდასაც ალბათ თავისი საფუძველი აქვს, ამ ადამიანებს სმენიათ, რომ ამა თუ იმ ვაქცინამ ბავშვის ჯანმრთელობა დააზიანა.

- არსებობს  ცოცხალი ბაქტერიის და მკვდარი ვაქცინები. როგორც ნებისმიერ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენა, ასევე, ნებისმიერმა აცრამ, ოღონდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება გარკვეული გართულება მოგვცეს - გაჩნდეს სიწითლე შეყვანის ადგილას, ქავილი, ტემპერატურამ აიწიოს ერთი-ორი დღის განმავლობაში და ა. შ. ეს გახლავთ ძალიან იშვიათი შემთხვევა. 1-2 მილიონი ბავშვიდან შეიძლება ერთის შემთხვევაში მოგვცეს სერიოზული გართულება.

- ახლახან ერთი ბავშვი ჩუტყვავილას დიაგნოზით გარდაიცვალა. რა დაადგინეთ, აცრები ჰქონდა გაკეთებული?

- ეს იყო ამ დაავადების ძალიან იშვიათი ფორმა. ჰემორაგიით მიმდინარე ჩუტყვავილა გახლდათ, რასაც  აცრასთან კავშირი არ ჰქონდა. ჩუტყვავილაზე აცრა ჩვენს კალენდარში არ არის. ევროპული ქვეყნების უმრავლესობის კალენდარშიც, ჩუტყვავილის აცრა სავალდებულო არ გახლავთ. ჩუტყვავილა არის მსაუბუქი დაავადება, რომელსაც ძალიან ბევრი ბავშვი იტანს ადრეულ ასაკში და შემდეგ რჩებათ მყარი იმუნიტეტი ამ ინფექციის მიმართ, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება ის გართულდეს და ფატალურადაც დასრულდეს.

- ბოლო პერიოდში მუსირებს ის აზრიც, რომ იმუნიზაცია აუტიზმს იწვევს.

- ტყუილია! დიდი საერთაშორისო კვლევებით დამტკიცებულია, რომ აუტიზმს არავითარი კავშირი არ აქვს იმუნიზაციასთან.

- ბატონო ამირან, ინფექციურ დაავადებებს - წითელას, წითურას, ქუნთრუშას და ა. შ. დღემდე ბატონებს რატომ უწოდებენ და ღვთის მოვლენილი რატომ ჰგონიათ?

- ამ დაავადებების დროს ბავშვებს, როგორც ბატონებს, ისეთი მოვლა სჭირდებოდათ და სჭირდებათ. ამ დროს ბავშვს უნდა მოეფეროთ, სურვილებიც აუსრულოთ და ისიც შეასრულოთ, რასაც ექიმი გირჩევთ. ბავშვი მშვიდ მდგომარეობაში უნდა იყოს სახლში და არ უნდა გაუშვათ სკოლასა თუ ბაღში.

- რა მდგომარეობაა ახლა ქვეყანაში. რა პროცენტი ამბობს უარს აცრებზე?

- ყოველ წელს უმჯობესდება ქვეყანაში იმუნიზაციის მაჩვენებელი, თუმცა ახლა წითელას აფეთქებაა ქვეყანაში, განსაკუთრებით, აჭარაში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევაკავოთ ეს აფეთქება. სამწუხაროდ, 20-დან 40 წლის ასაკის მოსახლეობაში, დაახლოებით 8-დან 10%-მდე აუცრელია. ისინი არ აცრილან თავის დროზე. წითელა კი ის დაავადებაა, რომელიც ყველა აუცრელ ადამიანს მოძებნის. ბავშვებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. დაახლოებით 95% აცრილია, მაგრამ მეორე აცრა მხოლოდ 85%-ს აქვს ჩატარებული. ახლა ვმუშაობთ, რომ ეს მაჩვენებელი 95%-ზე ავიდეს. 

- რა ემართებათ აუცრელ ადამიანებს?

- გააჩნია დაავადებას. თუ ცოფიანი ძაღლი დაკბენს ადამიანს და ის არ აიცრება, ცოფი ვითარდება და 100%-ით სიკვდილი დგება. პოლიომიელიტის დროსაც ძალიან მაღალია სიკვდილიც და ინვალიდობაც. ასევე მაღალია სიკვდილობის ალბათობა დიფტერიის, ტეტანუსის  დროსაც. ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, პრევენციული აცრა. წითელას 30% შემთხვევაში შეიძლება იყოს სხვადასხვა გართულება. წითელას სამი სხვადასხვა გართულება აქვს – შუა ყურის ანთება და ნევრიტი, რომელიც შეიძლება დასრულდეს სმენაჩლუნგობით. ხშირია გართულება პნევმონიით და იშვიათად რთულდება ენცეფალიტით, ანუ ტვინის ანთებით. ეს გართულებები რომ არ დაემართოთ, ამიტომ უნდა აიცრან ადამიანები. დაახლოებით 70-75%–ში წითელა სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, მაგრამ არის სიკვდილის შემთხვევებიც. შარშან, ევროპაში იყო წითელას 21.000 შემთხვევა და 35 დამთავრდა სიკვდილით. საქართველოში 2013-2014 წლებში გვქონდა წითელას ეპიდაფეთქება და მაშინ 11.000 ადამიანი დაავადდა. სამწუხაროდ, 4 შემთხვევა ფატალურად დამთავრდა.

- ოთხივე მათგანი აუცრელი იყო?

- დიახ. აუცრელობა წითელას განვითარებას იწვევს. შეიძლება ისე მოიხადოთ, რომ არანაირი გართულება არ მოჰყვეს, მაგრამ დაახლოებით 30%-ში დიდი გართულებებით მიმდინარეობს. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება