სიახლეები
სიახლეები

რა შეცდომაში არ დააკლდებათ აბიტურიენტებს ქულა- „ნაეკის“ განმარტება
18-03-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე 2022 წლის  აბიტურიენტებს,  მათემატიკის ტესტთან დაკავშრებით ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხობს: 

1. ამოხსნების გზებთან დაკავშირებით რას გვირჩევთ, ნიმუში ხომ არ არის სადმე გამოქვეყნებული?
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას. ეს არის კრებული „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის მათემატიკაში“. აქ მითითებულია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლებიც დაგეხმარებათ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში. ასევე მოცემულია დავალებების სრულყოფილი ამოხსნები, მოყვანილია გასულ წლებში აბიტურიენტების მიერ დაშვებული ტიპური შეცდომები და სხვ. 
 
2. რა ტიპის შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები მათემატიკაში ყველაზე ხშირად?
ხვდება როგორც ტექნიკური სახის შეცდომები, როდესაც აბიტურიენტი სწორად ვერ აწარმოებს გამოსახულებების მათემატიკურ გარდაქმნებს, ისე მათემატიკური ფაქტობრივი ცოდნის ნაკლებობით გამოწვეული შეცდომები. ზოგჯერ შესაძლოა აბიტურიენტების ერთ ნაწილს ჰქონდეს კიდეც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი ცოდნა, მაგრამ უჭირს მისი გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში.
 
3. რას ურჩევთ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გეგმავენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ჩაბარებას?
მათემატიკა ბარდება იმ სასწავლო პროგრამებზე, რომლებზეც კარგი მათემატიკური ცოდნისა და უნარების ფლობის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ესენია: საინჟინრო, ეკონომიკური, საფინანსო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა, საბუნებისმეტყველო და მათემატიკის პროგრამები. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ბეჯითად იმუშაონ, რათა გახდნენ თავიანთი სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და შემდგომ წარმატებით მოახერხონ სასურველი პროფესიის დაუფლება. 
 
4. მათემატიკის ტესტში თუ შეიცვალა წელს რამე და როგორია ზღვარი ამ საგანში?
ტესტის ფორმატს წელს არავითარი ცვლილება არ შეხებია. ზღვარი კვლავ მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (11 ქულა) დარჩება, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლიათ მისი გაზრდა.
 
5. თუ სწორი მსჯელობით მივედით პასუხამდე, მაქსიმალური ქულით შეგვაფასებენ?
რასაკვირველია. თუ წერილობით გადმოსცემთ თქვენს მსჯელობას და ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად და ნათლად წარმოაჩენთ, დაიმსახურებთ ამ დავალებისათვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ ქულას.
 
6. ნახაზის გარეშე გეომეტრიაში ქულა დაგვაკლდება?
ნახაზის წარმოდგენა სასურველია, ეს თავად თქვენ გიმარტივებთ მსჯელობას და ამოცანის ამოხსნის პროცესს. ასევე გამსწორებელს უმარტივებს თქვენი მსჯელობის (ამოხსნის) შეფასებას. ჩვენი რჩევაა წარმოადგინოთ ნახაზი.
მეორე მხრივ, თუკი არ გექნებათ ნახაზი, მაგრამ თითოეული ტოლობა მსჯელობით იქნება გამყარებული, აგრეთვე თქვენ მიერ დაწერილი ყველა სიდიდე ან ამოცანის პირობაში იქნება განმარტებული, ან თქვენ მიერ იქნება განმარტებული და ამოხსნა იქნება ლოგიკურად გამართული, ხარვეზების გარეშე, ცხადია, მიიღებთ მაქსიმალურ შეფასებას.
 
7. მათემატიკის ამოხსნებში პირობის ჩაწერა თუ არის საჭირო?
ამოცანის პირობის გადაწერა საჭირო არ არის, მუშაობა პირდაპირ ამოხსნით დაიწყეთ, ამით დაზოგავთ დროსაც და სივრცეს პასუხების ფურცელზე.
 
8. მათემატიკის ღია კითხვებში ამოხსნა თუ სწორადაა დაწყებული და ბოლოს შეცდომას უშვებს აბიტურიენტი, კითხვა ნულდება, თუ სწორ მონაკვეთში რაიმე ქულა იწერება?
თითოეული წერითი დავალებისათვის იწერება შეფასების სქემა, რომელიც განსაზღვრავს ამოცანის ამოხსნის ესა თუ ის ეტაპი რამდენი ქულით ფასდება. მაგალითად, თუ ამოცანა არის 3 ქულიანი, მაშინ კონკრეტული აბიტურიენტის ნაშრომი შეიძლება შეფასდეს, როგორც 0, ასევე 1, 2 ან 3 ქულით. ამას არეგულირებს შეფასების სქემა.
 
9. შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ არაპროგრამული დებულებები?
შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ უნდა გამოიყენოთ სრულფასოვნად და არა ზედაპირულად, არასრულყოფილად.
 
10. შავი სამუშაოსთვის ფურცლები დაგვირიგდება?
დიახ, შავი სამუშაოსთვის ფურცლები დაგირიგდებათ გამოცდის დაწყებამდე, თუ არ გეყოთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატება. გაითვალისწინეთ, რომ შავი ფურცელი რჩება სექტორში, მაგრამ არ სწორდება.
 
11. მექანიკურ შეცდომებზე ქულა გვაკლდება? 
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ამოხსნის რა ეტაპზე დაუშვით შეცდომა. იმ შემთხვევაში, თუ მექანიკური შეცდომა ამოხსნის ბოლო ეტაპზეა დაშვებული, შესაძლოა, ქულა არც დაგაკლდეთ, მაგრამ თუ თავიდანვე დაუშვით ისეთი მექანიკური შეცდომა, რომელმაც ბევრი ცვლილება გამოიწვია, შესაძლოა ერთი ან მეტი ქულა დაგაკლდეთ. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ შეფასების სქემებში, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
 
12. მათემატიკის ტესტის სირთულე წელს შარშანდელის ანალოგიური იქნება?
დიახ, ტესტის სირთულე  არ შეიცვლება, დაახლოებით იგივე იქნება.
 
13. რაიმე მონაცემის აღნიშვნისას, მაგალითად, როდესაც ასოთი აღვნიშნავთ, აუცილებელია ტოლობის ნიშანი გამოვიყენოთ, თუ სამხაზიანი ტოლობის ნიშანის დაწერაა აუცილებელი?
ამ მხრივ აბიტურიენტებთან გვაქვს მინიმალური მოთხოვნები. მართლწერის გამო ქულა არავის დააკლდება, გამოსაცდელს შეუძლია გამოიყენოს ის აღნიშვნა, რომელიც მისთვის უფრო ნაცნობი და მისაღებია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება