მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში კომპლექსური დავალებები წარმატებით ხორციელდება, რომლებიც სასწავლო კურიკულუმის მიხედვით არის გაწერილი მიმდინარე სასწავლო წელს.
„კომპლექსური დავალებები მოსწავლეებში იწვევს ინტერესს, უფრო გააზრებული და შემოქმედებითი ხდება სასწავლო პროცესი. მოსწავლეებს უვითარდებათ მრავალფეროვანი უნარები, ხდება სასკოლო სივრცეში ნასწავლის ტრანსფერი, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას. ჩვენი სკოლის პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და შედეგებიც სახეზეა. ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, მრავალფუნქციური პროდუქტები შეიქმნა. მოსწავლეების მიერ განხორციელებული პრეზენტაციები საინტერესოს და მიზნობრივს ხდის სასწავლო გარემოს. იქმნება კომპლექსურ დავალებათა სასკოლო ბანკი, რაც მომავალში ხელმისაწვდომი იქნება ყველა პედაგოგისათვის. კომპლექსური დავალებების განხორციელება მშობელთა დაინტერესებას იწვევს და ინტენსიურად ერთვებიან სკოლის ცხოვრებაში.
აღსანიშნავია მეხუთე კლასში ქართულ ლიტერატურაში ვაჟა ფშაველას მოთხრობა - „იას“ მიხედვით შედგენილი წერილების პრეზენტაცია (პედაგოგი ირინა კუპატაძე). ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი წერილები წარმოადგინეს გონიერმა მოსწავლეებმა. წარმატებები მოსწავლეებს და პედაგოგს.
ისტორიაში პედაგოგის, ინგა ვეფხვაძის მიერ განხორციელდა კომპლექსური დავალება მე-9 კლასში. მოსწავლეების მიერ შექმნილ ეტრატებში ჩატეული იყო სამშობლოს თავისუფლებისა და სიყვარულის იდეა. ქართული სულის და ისტორიის ღაღადი. მეცნიერებისა და სულის შერწყმა და დღევანდელობის პარალელები.
საინტერესო „მოგზაურის დღიური“ შექმნეს მე-8 კლასელებმა ბიოლოგიაში პედაგოგის, ვერა ოდიკაძის მხარდაჭერით. კომპლექსური დავალებები განხორციელდა ხელოვნებაში (მე-6 კლასი, პედაგოგი მაკა ბუაჩიძე, მუსიკაში, მე-5 კლასი, პედაგოგი ლიანა ტარიელაშვილი, ბუნებისმეტყველებაში კლასი2, პედაგოგი ანა ჭყოიძე. ფიზიკურ აღზრდაში დაწყებით და საბაზო საფეხურზე, პედაგოგი გიორგი ჭყოიძე. მათემატიკაში, მე-5კლასი, პედაგოგი ნათია შარიქაძე, ფიზიკაში მე-8 კლასი, პედაგოგი მადლენა ნებიერიძე. კვლავ გრძელდება დაგეგმილი კომპლექსური დავალებების განხორციელება, რაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს გვპირდება. წარმატებები ყველა მოსწავლეს და პედაგოგს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს