სიახლეები
სკოლები

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები განათლების კუთხეს აწყობენ
21-03-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები განათლების კუთხეს აწყობენ. 

იდეა ეკოკლუბის წევრებს ეკუთნით, მის განხორციელებაში კი მთელი სკოლა ჩაერთო. მოსწავლეებმა მაგიდა და სკამები დაამზადეს, შეღებეს და ეზოში განსათავსებლად გაამზადეს. რამდენიმე გაკვეთილი ამ ღია სივრცეში უკვე ჩატარდა. გაიმართა არაერთი პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ განათლების კუთხის მოწყობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იგეგმება მისი გამწვანება და ორიგინალურად მოწყობა. 

„გარემო, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ცოცხალი პროცესები, უფრო მეტად იძლევა განვითარების ასპარეზს. სასკოლო
ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა მოტივაციის ამაღლების კარგი საშუალებაა. ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის ძალისხმევით თემში არსებულმა საწარმომ 10 პალეტი აჩუქა ეკოკლუბელებს. ეს იყო მათი პირველი მიღწევა, რომელმაც მოტივაცია შემატა. მოსწავლეებმა პალეტისგან მაგიდა და სკამები დაამზადეს ნაწილი გალაკეს და ნაწილი შეღებეს. პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საკადრო გადანაცვლება განათლების სამინისტროში - ხარისხის განვითარების ცენტრს ახალ დირექტორი ჰყავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება