მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებმა პროექტის - „თსუ დესპანი“, ფარგლებში პრეზენტაცია ჩაატარეს.
ომარ გუსეინოვმა და ელსუნ ალიევმა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და პროექტების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ავრცელებს.
ის წარმატებას უსურვებს როგორც კურსდამთავრებულებს, ასევე სკოლის მოსწავლეებსაც, რათა მათ ხარისხიანი განათლების მიღება შეძლონ.
„სკოლის წარმატების გასაღები პედაგოგთა დაუღალავი შრომაა, რასაკვირველია, მოსწავლის ინტერესის გათვალისწინებით და აქტიური ჩართულობით. სკოლაში გატარებული ყოველი დღე საინტერესოა. სწავლისადმი და მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა სკოლის მთვარი პრიორიტეტია. საამაყოა, როდესაც სკოლის კურსდამთაავრებულები აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და წარმატებებს აღწევენ. ასეთი წარმატებული კურსდამთავრებულები არინ: ომარ გუსეინოვი და ელსუნ ალიევი. მათ სკოლაში წარმოადგინეს პროექტი: „თსუ დესპანი“, რომლის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნონ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიები და სტუდენტური ცხოვრება. ამ პროექტში მონაწილე მოხალისე სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული 60 კრდიტიანი მასწავლებლის პროგრამა) გავლილი აქვთ სათანადო ტრენინგი, აღჭურვილნი არიან სათანადო საინფორმაციო მასალებით, სტუდენტები მიემართებიან როგორც მშობლიურ, ასევე სასურველ სკოლაში, სადაც ხვდებიან მოსწავლეებს, ატარებენ პრეზენტაციებსა და საუბრებს. პროექტის განხორციელება დაგეგმილია შერეულად როგორც დისტანციურად, ასევე დასწრებით რეჟიმში. პროექტი „თსუ დესპანი“ მნიშვნელოვანია სკოლებისათვის, რადგან ისინი სტუდენტებისაგან იღებენ საჭირო ინფორმაციას, რომელიც მათ პროფესიულ არჩევანის გაკეთებასა და საკუთარი მომავლის გააზრებულად დაგეგმვაში ეხმარება. აღნიშნული პოექტი 2022 წლის თებერვლიდან აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. მიუხედვად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ყოველ წელს ჰყავს სტუდენტები. სკოლის სახელით წარმატებას ვუსურვებ მეთორმეტეკლასელებს, მიეღწიოთ იმ უმნიშვნელოვანეს მონაპოვრისკენ, რასაც განათლება ჰქვია“,- წერს სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ასე მივულოცეთ მე და ჩემი პატარა თეატრის მსახიობებმა ერთმანეთს ქართული თეატრის დღე“