მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
ჩვეენ მშვიდობა გვინდა - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი.
სკოლაში მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად პროექტი - „ჩვენი ტკივილია უკრაინა“ განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი იყო, მასში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს პედაგოგი დეტალურად აღწერს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალებს იერიშები მიაქვთ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, საცხოვრებელ და ინდუსტრიულ რაიონებზე. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.
სკოლაში განახორციელდა პროექტი: ჩვენი ტკივილია-უკრაინა. პროექტში მონაწილეობდნენ მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები.
პირველი ეტაპი ითვალისწინებდა დროშების დახატვას, ემოციების და განცდების გადმოცემას. მოსწავლეები ერთმანეთს კითხვებს უსმევდნენ, საუბრობდნენ მსხვერპლზე, გმობდნენ ომის გამჩაღებელს.
პროექტის მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა მოიტანეს ტანსაცმელი უკრაინელი მოსახლეობისთვის, რომელიც შეიფუთა და ჰუმანიტარული დახმარების სახით გაეგზავნა დაზარალებულ, განადგურებულ ხალხს.
ოცდამეერთე საუკუნეში დასაგმობია ასეთი სისასტიკე ერთპიროვნული ადამიანების ინტერესის გასატარებლად. სავანეთის საჯარო სკოლა უერთდება მსოფლიო თანადგომას უკრაინელი ხალხის მიმართ და ჰგმობს სისასტიკეს.
ოცდამეერთე საუკუნეში, როცა დემოკრატიული ფასეულობები პირველ საფერხურზე დგას, ვინ წარმოიდგენდა თუ რა მოელოდა უკრაინას, ფეხქვეშ გაითელა ადამიანის უფლებები, კონსტიტუცია, საერთაშორისო კონვენციები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.
ეს მე ვარ, ღმერთო, მარად ქართველი, მუხლმოდრეკილი წარვსდექ შენს წინაშე და ვლოცულობ; რისთვის იბადება ადამიანი? ნუთუ, იმისთვის, რომ ერთმანეთი ამოვხოცოთ? ნუთუ, იმისთვის რომ კაცმა კაცი მოკლას? თუ ვინმეს მოსჭარბებია სიცოცხლე, ჩვენ რაღას გვერჩის? ჩვენ მაინც გვაცალოს გამოვცალოთ სიცოცხლის ტკბილი უკვდავების ფიალა.
იშვიათი სილმაზით მოკენჭილა ცა. ეს ცა იმის მაჩვენებელია, რომ ხვალ უღრუბლო ამინდი იქნება, რომ გამოანათებს მზე და თავისი უზრუნველი სხივებით მშვიდობით გაათბობს კაცობრიობას.
ჩვეენ მშვიდობა გვინდა“,- წერს სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს