მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
7 მარტს, თბილისის N89 საჯარო სკოლაში თემაზე - „ისანი გუშინ და დღეს“ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე საკონფერენციო-საპრეზენტაციო მასალები VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, ამავე სახელწოდების („ისანი გუშინ და დღეს“) სასკოლო პროექტის ფარგლებში, წარადგინეს.
პროექტი მიზნად ისახავს პოპულარიზაცია გაუწიოს და ხაზი გაუსვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და მათი შესწავლის აუცილებლობას.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ისნის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ისტორიული უბნებისა და ნაგებობების შესახებ, მათ შორის: „ფოტომატიანე - ისანი ძველი და ახალი“, „ავლაბარი“, „ავლაბრის წმინდა მარინეს ეკლესია“, „ავლაბრის წმინდა ნინოს ეკლესია“, „ ხოჯა-ვანქი ღვთისმშობლის ეკლესია“, „ შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესია“, „ავლაბრის ფერიცვალების ეკლესია“, „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ყოფილი ეკლესია“, „გოგილოს აბანო“, „მეტეხის ტაძარი და ციხე“ „დედოფალ დარეჯანის სასახლე“, „ძეგლის სტატუსის მქონე ძველი საცხოვრებელი სახლები“.
კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პროექტის მართვის ჯგუფი, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები.
კონფერენციის ბოლოს წარიმართა საინტერესო დისკუსია, პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა პროექტის მართვის ჯგუფისგან და დამსწრე საზოგადოებისგან მიიღეს რჩევები და გაცვალეს მოსაზრებები.
„საბოლოოდ მოსწავლეთა მიერ მოხდება მოძიებული მასალის შეჯერება და პატარა ტექსტების მომზადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე საინფორმაციო სამენოვანი ბანერისთვის, რომელიც ასევე ხსენებული სასკოლო პროექტითაა გათვალისწინებული. მოსწავლეებმა მიიღეს რჩევა ძეგლის უშუალოდ მონახულების და პატარა საინფორმაციო დოკუმენტური ვიდეომასალის ჩაწერის შესახებ.
პროექტის საბოლოო ეტაპზე შეიქმნება ონლაინ კრებული ისნის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მათი მოკლე ისტორიებით ძველი და ახალი თანდართული ფოტოებით“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს