მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N31 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვდადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში. ამჯრად, სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთნენ, რომლის ფარგლებშიც მათ არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემებიდან თბილისის N31 საჯარო სკოლამ არჩევანი გარემოს დაცვაზე შეაჩერა, სათაურით - „გარემოს ქომაგები“. რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ჩატარდა მე-6ა კლასში.
უპირველესი ამოცანა - გარემოს დაცვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების კალენდრის დანერგვის გზით VIა კლასის დამრიგებელ ქალბატონ ხათუნა კერზაიასთვის აღმოჩნდა. სადამრიგებლო რგოლის გაძლიერების მიზნით, პრიორიტეტული თემა ინტეგრირდა სადამრიგებლო პროგრამასთან, კერძოდ, მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
VIა კლასი აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში, დაიგეგმა მეტად საინტერესო აქტივობები და გასვლითი გაკვეთილები:
მიზანი 9: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა .
მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვარს და გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მიზანი იყო ზიანის მომტანი ქცევების შემცირება.
მოსწავლეებისთვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა დიღმის ჭალების უმძიმესი რეალობა: ფესვებგაშიშვლებული ხეები, ხელოვნური ტბები, ნაგავსაყრელი. ბავშვებმა დაათვალიერეს მტკვრის უჯებირო სანაპირო, აღმოაჩინეს სოროები, დააკვირდნენ ფრინველებს. მოსწავლეებმა დაასკვნეს, გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, უნდა გავუფრთხილდეთ.
მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარიული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა.
მოწვეული სტუმარი ბავშვებს ესაუბრა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს