მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესია ბევრ ვალდებულებას გულისხმობს, რომელშიც როგორც მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან დამოკიდებულება, ასევე პედაგოგის კარიერული წინსვლა და ეთიკური ნორმების დაცვა მოიაზრება.
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებელს ავალდებულებს: სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენას, ასევე საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვასა და შესრულებული საქმიანობის რეფლექსიას. გარდა ამისა, აუცილებელია ყოველი სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს სკოლის დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების შედეგების განხილვა და უკუკავშირის მოსმენა.
მნიშვნელოვანია, რომ გარდა გაკვეთილების დაგეგმვისა, მასწავლებლის ვალდებულებაა კოლეგებთან თანამშრომლობაც სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
სტატუსიანი პედაგოგებისთვის ასევე სავალდებულოა ყოველ წელს სავალდებულო ტრენინგების გავლა. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის - 20 სთ, წამყვანებისთვის - 12, ხოლო მენტორებისთვის - 6 სთ.
ყოველი წლის განმავლობაში სკოლის დირექტორს ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფს უფლება აქვს, დააკვირდეს მასწავლებლის საქმიანობას, დაესწროს მას გაკვეთილზე, შეაფასოს და მისცეს განმავითარებელი უკუკავშირი.
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლის სხვა ვალდებულებებთან ერთად გაწერილია, რომ:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებელის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – არანაკლებ 1 გაკვეთილს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.