მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე ტალღის“ წევრებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით ჩერქეზიშვილსა და CENN-ის წარმომადგენელ მაია კეზევაძეს უმასპინძლეს.
სტუმრები, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის ფარგლებში, ეკოჰაბის ოთახში, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს, მათ ხელმძღვანელებს ესტუმრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერმადინ ბუცხრიკიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - „ნუ გავჩეხავთ ხე-ტყეს“.
„აუდიტორიას გავაცანით მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნებისთვის, ტყის საფარის შემცირების მიზეზები, შედეგები და მასთან ბრძოლის გზები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და განვიხილეთ ქალაქ ტყიბულის ეკოლოგიური პრობლემები. შეხვედრის ბოლოს ქალაქის მერმა ეკოკლუბის წევრებთან ისაუბრა ტყიბულში მწვანე სივრცეების საჭიროებაზე და ამ მხრივ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა“,- აღნიშნავენ მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში ჩართული ეკოკლუბელები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო, გათამაშებული სიტუაციის მეშვეობით მრავალმხრივ გამოვლენა მოსწავლის უნარისა და ცოდნისა