მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და ცნობიერება აიმაღლეს.
სკოლაში აქტივობები სპეციალურმა მასწავლებელმა დაგეგმა.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„ყველაზე გულმზიანი ადამიანების დღეა!
მრავალფეროვანი, საინტერესო და ცნობიერების ამაღლების მრავალი აქტივობა დაიგეგმა ჩვენი სკოლის სპეცმასწავლებლის მიერ, რომ მოსწავლეებს არამარტო ცნობიერება აემაღლებინათ ამ საკითხის ირგვლივ, არამედ გათვითცნობიერებულუყვნენ ამასთან დაკვშირებულ მითებსა და რეალობაში, ემპათიით განწყობილიყვნენ მათ მიმართ და ბოლოს თავიანთი სურვილები გაეზიარებინათ სამყაროსათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება