მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგების - ნანა თეგაძისა და მედეა ჯანგებაშვილის დახმარებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ და საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.
ჩვენი მიზანია შევძლოთ სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება, რათა მათ განსხვავებული ადამიანების მიღება და დაფასება შეძლონ.
„საზოგადოებაში არაერთი მცდარი მოსაზრება არსებობს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნულ ფაქტს საფუძვლად არასწორი ინფორმაციის გავრცელება უდევს, რომელიც არც რეალობაზეა დაფუძნებული და არც სამეცნიერო კვლევებზე.
დაუნის სინდრომის გლობალური ფონდის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მითები და რეალობა, რომელთა უმრავლესობას მითითებული აქვს შესაბამისი ბმული კვლევებზე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. გვინდა, დღევანდელმა ღონისძიებამ სწორი მიმართულება დაგვანახოს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ცხოვრებაზე“,- აღნიშნავენ მოსწავლეთა პედაგოგები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება