მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსულმა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა; თუმცა სკოლის ხელმძღვანელებისა და ერთმუშტად შეკრული პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარიმართა და სწორედ მასწავლებლების თავდადებამ განაპირობა ის, რომ ბავშვებმა ყველა გამოწვევის მიუხედავად, შეძლეს მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.
ასეთ პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლა, სადაც მუდმივად ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ მოტივაციაზე და ცხოვრების ჯანსაღი წსის პროპაგანდასაც ეწევიან.
გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ვარჯიშობენ სამთო სათხილამურო სპორტში. სკოლის აღსაზრდელები და აღზრდილები ხშირად მონაწილეობენ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ შეჯიბრებებში და საპრიზო ადგილებსაც იკავებენ.
20- 25 მარტს ფინეთის ქალაქი ვუოკატი მასპინძლობს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა) 6 სპორტსმენი მონაწილეობს.
მათ შორისაა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, სამთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური. ლუკას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებაში და საპრიზო ადგილებიც დაუკავებია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც