მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საინფორმაციო კამპანია დევიზით - „ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ“, ჩატარდა. სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა თამარ გვენეტაძემ გამოაქვეყნა კედლის საინფორმაციო გაზეთი, რათა მოსწავლეებს კიდევ მეტი ინფორმაცია ჰქონდათ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
აქტივობების მიზანი ცნობიერების ამაღლება იყო.
მოსწავლეები ამ აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს „მზის შვილებს" უწოდებენ და ესაა ერთგვარი რეაქცია სტიგმაზე, რომელიც არსებობს საზოგადოებაში მცდარ შეხედულებებზე, რომლებიც ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პოტენციალის რეალიზებას. საყოველთაო განათლება - თანატოლებთან ერთად ბარიერების გარეშე! არა სტიგმას! არა დისკრიმინაციას! მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ! მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც