მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-8ე კლასის მოსწავლე, მარიამ ჭაბაშვილმა ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა.
14 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსის თემა გახლდათ - „ბავშვის უფლებები და ინკლუზიური განათლება“. მისი მიზანი კი იყო მოსწავლეებში ბავშვის უფლებებზე და განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე ცნობადობის ამაღლება, საუბარი ისეთ მწვავე თემატიკაზე, როგორიცაა ბავშვის უფლებების დარღვევა და ამ უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
ესეების კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოსწავლემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის სკოლებიდან.
გამოვლინდა საუკეთესო ესეს სამი გამარჯვებული ავტორი.
23 თებერვალს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა ღასან ხალილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა მაკა ბერიძემ, როგორც გამარჯვებული, ასევე მონაწილე ესეების ავტორი ბავშვები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-8ე კლასის მოსწავლე, მარიამ ჭაბაშვილი, ერთ-ერთი გამარჯვებული ესეს ავტორია.
სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი აღსაზრდელების მიღწეული წარმატებებით, მარიამს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომშიც შემოქმედებით წინსვლას უსურვებს.
სკოლა ასევე მადლობას უხდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვისთვის.
იხილეთ ფოტო:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება