სენაკის N2 საჯარო სკოლაში პოეტ ჯემალ ჯანიაშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა
22-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. სკოლაში, ამჯერად პოეტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწისა და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის ჯემალ (სიმონ) ჯანიაშვილის ღვაწლისადმი პატივმიგების საღამო გაიმართა.
ლიტერატურულ საღამოში მონაწილე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ჯემალ აჯიაშვილის შემოქმედება, წაიკითხეს მისი პოეტური კრებული - „100 ლექსი“.
შუასაუკუნეების ებრაული პოეზიისა და სხვა მთარგმნელობითი საქმიანობიდან ნაწყვეტები, გაანალიზდა ჯემალ აჯიაშვილი, როგორც მედიუმი ქართულ-ებრაულ და ებრაულ-ქართულ კულტურათა და ადამიანთა თანაარსებობის თანამშრომლობის ნიმუში. პედაგოგებმა საზოგადოებას წარმოუჩინეს პოეტის ბავშვობისა და ოჯახის კეთილშობილების მაგალითები. დარბაზი აღტაცებული იყო ბატონი ჯემალის შემოქმედებისა და მოღვაწეობის სიდიადით. ლიტერატურულ საღამოს წარმართავდნენ X-XI კლასის მოსწავლეები: ლიკა კაცაძე, ნინო დგებუაძე, მარი ბარამია, ქრისტინე აბაკელია, ნინო ჩიქობავა, ლუკა კაცაძე, ანრი გვასალია, სესილი სირია. ჯემალ აჯიაშვილის შესახებ ანალიტიკური მასალა წარმოაჩინა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლუარა ჯიქიამ. ასევე, მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები ქალბატონები: გულსუნდა ხუბულავა, ნანა თავართქილაძე, ლიანა გვასალია. აღტაცება და მადლიერება გამოხატეს ქალბატონებმა: ირმა კუპრეიშვილმა და თეა ფუტკარაიამ. ესწრებოდნენ: რესურსცენტრის წარმომადგენლები - ქალბატონი თამთა ელიავა და ბატონი ლაშა გრიგოლია. სამადლობელი სიტყვით მოსწავლეებს, პედაგოგებს და სტუმრებს მიმართა სკოლის დირექტორმა, ბატონმა დემნა ჭანტურიამ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.