მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N71 საჯარო სკოლამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია - სკოლა ჩაერთო Showcase School პროგრამაში და ამის შესახებ, სკოლის ხელმძღვანელს - პაატა ჩორგოლაშვილს ოფიციალური წერილის საშუალებით შეატყობინეს:
„გილოცავთ! Microsoft სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენი სკოლა ჩაერთო Showcase School პროგრამაში და ის იმუშავებს განათლების ტრანსფორმაციის გზაზე. Microsoft Showcase სასკოლო პროგრამაა, რომელიც მრავალი წელია, თანამშრომლობს თანამოაზრე ლიდერებთან მთელი მსოფლიოდან, რათა შეიმუშაოს, განავითაროს და მოახდინოს დადებითი გავლენა სწავლა-სწავლების პროცესსა და ასევე მოსწავლეების სამომავლო განვითარებაზე.
პროგრამა მიზნად ისახავს ლიდერობის, სწავლის, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებას; უსაფრთხო, ოპტიმიზებული და ეფექტური სკოლების შექმნას; თქვენ ხართ განვითარების გზაზე, რათა შეუერთდეთ Microsoft Showcase სკოლების ელიტარულ გლობალურ ჯგუფს, ამით კი საფუძველს ჩაუყრით განათლების საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც შეუძლია სკოლების ინფორმირება მთელ მსოფლიოში“ - ასეთია წერილის შინაარსი.
თბილისის N71 საჯარო სკოლის მორიგ წარმატებას კი ხელმძღვანელი, პაატა ჩორგოლაშვილი ასე ეხმაურება:
„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლის ისტორიაში, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი, წარმატების დღეა!!! მოგვივიდა სასიხარულო ინფორმაცია - ამ პროგრამაში ჩართვა, დიდი კონკურენციის მიუხედავად, უაღრესად სასიამოვნოა, თუმცა, ამასთანავე, მეტად საპასუხისმგებლო!!! დიდი მადლობა მანანა ტალახაძეს, ლია ქობულაშვილსა და თამთა მოსეშვილს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება