მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსულმა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა; თუმცა სკოლის ხელმძღვანელებისა და ერთმუშტად შეკრული პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარიმართა და სწორედ მასწავლებლების თავდადებამ განაპირობა ის, რომ ბავშვებმა ყველა გამოწვევის მიუხედავად, შეძლეს მიეღოთ საფუძვლიანი განათლება.
ასეთ პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა, სადაც მუდმივად ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ მოტივაციაზე; ასევე აქტიურად ეწევიან ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას, რისი უცვლელი ნაწილიცაა ჯანსაღი კვება.
„რატომ ითვლება არასწორი კვება მავნე ჩვევად? ორგანიზმის რომელი სისტემების ანატომიურ და ფუნქციურ დარღვევებს იწვევს ამა თუ იმ ქიმიური ელემენტის დეფიციტი ორგანიზმში? - ორი საგნის - ქიმია/ბიოლოგიის ინტეგრაცია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ამ აქტუალურ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. IX „ა“ კლასის მოსწავლეებთან წარმატებით განხორციელდა პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ამავე საკითხზე უდიდესი ინტერესით იმუშავა და საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა X „ა“ კლასის მოსწავლემ, მარიამ სილაქაძემ“, - აღნიშნულია ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება