მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი და სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესი დამტკიცდა. ბრძანებას ხელს ორივე მინისტრი აწერს და დეტალურადაა გაწერილი სკოლის ექიმისა თუ ექთნის ფუნქცია-მოვალეობები.
ასევე ცნობილია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა ინახებოდეს სკოლის სამედიცინო კაბინეტში.
რაც შეეხება მის მოწყობას, სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სივრცე შესაძლებელია იყოს ორი სახის:
ა) სამედიცინო კაბინეტი - სკოლაში, შესაბამისი ავეჯით, ტექნიკით, მედიკამენტებით აღჭურვილი ოთახი, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურების გაწევა;
ბ) სამედიცინო პუნქტი - სკოლის ადმინისტრაციულ ნაწილში (არასაკლასო ოთახში) მოწყობილი სივრცე, სადაც განთავსებულია სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარი, მედიკამენტები და სახარჯი მასალა.
სკოლებისთვის, სადაც სწავლობს 50 და ნაკლები მოსწავლე, რეკომენდებულია სამედიცინო კაბინეტის მოწყობა, თუმცა სავალდებულოა მინიმალური მოთხოვნის სამედიცინო პუნქტის მოწყობა. სკოლებში, სადაც სწავლობს 50-ზე მეტი მოსწავლე, სავალდებულოა სამედიცინო კაბინეტის მოწყობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა