სიახლეები
სკოლები

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ფინანსურ საკითხებზე საინტერესო ტრენინგი ჩატარდა
23-03-2022
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრები ხშირად იმართება.

ამჯერად სკოლის მოსწავლეებთან პროექტის - „აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ადამიანთა უფლებების გაძლიერება ცნობიერების ასამაღლებელი პრევენციული ღონისძიებების გატარებით და რეგიონის მცხოვრებთა ინფორმირება ფინანსური რისკების და ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული საფრთხეების შესახებ“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. პროექტს დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ახორციელებს.

შეხვედრის პრეზენტატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი ხათუნა გაზდელიანი იყო. მან ტრენინგის მონაწილეებს თემად მოზარდებში შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვალაუვალობის შესახებ ცნობიერების ამაღლება - „ვალისკულისი“ წარუდგინა. ბავშვებმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია როგორებიც არის: რა უნდა იცოდნენ მოზარდებმა ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; რის უფლება აქვთ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება თავდებობისა და სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმების შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვან თავი არასასურველი ვალისგან; რა უნდა გაითვალისწინონ თავდებობისა და სალომბარდო გირავნობის დროს; რა ვადებში უნდა გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმა, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, არ აზარალონ და გამოუვალ სიტუაციებში არ ჩააგდონ მეგობრები და ოჯახის წევრები (მშობლები).

ტრენინგის ფარგლებში თვალსაჩინოებებისთვის სხვადასხვა რესურსები იყო გამოყენებული.

პრეზენტატორმა მოზარდების ყურადღება ასევე, გაამახვილა ონლაინ სესხების, ონლაინ ყიდვების და ონლაინ თამაშების დროს სიფრთხილის გამოჩენაზე. სამომავლოდ კი - ფინანსების სწორად მართვასა და ხარჯვაზე, რათა არ აღმოჩნდნენ ფინანსური სიძნელეების და სხვადასხვა კონფლიქტების წინაშე.

ამავე პროექტის ფარგლებში ტრენინგი პედაგოგებსაც ჩაუტარდათ. პედაგოგებმა ორ მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს ინფორმაცია:

1. „სააღსრულებო სისტემა, სხვა ქვეყნების პრაქტიკა- აღსრულების შერეული სისტემები. საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები,ხედვები, ამოცანები, სტრატეგიული გეგმები, ღირებულებები, ურთიერთობა საზოგადოებასთან“;

2. სააღსრულებო პროცედურები, რა ეტაპებს გადის საქმის წარმოება კრედიტორის მიერ განცხადების შემოტანიდან მის აღსრულებამდე; ზოგიერთ საქმეთა აღსრულების სფეციფიკა (სამსახურში აღდგენა-განაცდური, ალიმენტი, ნივთის უკანონო მფობელობიდან გამოთხოვა, გამოსახლება, თავდებობა).

პრეზენტაციების შემდეგ ტრენინგი სადისკუსიო რეჟიმში გაგრძელდა. პედაგოგებმა ტრენერს მადლობა გადახადეს და აღნიშნეს, რომ მსგავს საკითხებზე შეხვედრები აუცილებელია.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება