მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა 2015 სასწავლო წლიდან ჩართულია გარემოსდაცვით აქტივობებში. სკოლა აქტიურად მონაწილეობს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის კონკურსში. სკოლაში შექმნილია ეკოკლუბი „სიცოცხლის ხე“.
კლუბის ფასილიტატორი გახლავთ ქიმიის პედაგოგი მაია აბესაძე. კლუბის მუშაობაში აქტიურად ჩართულია მოსწავლეთა თვითმმართველობა და სკოლის მოსწავლეთა აქტიური ნაწილი.
„ჩვენ ვასწავლით ახალგაზრდებს როგორ გამოავლინონ პრობლემები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში და მცირე წვლილი შეიტანონ მათ გადაჭრაში.
პედაგოგი მაია აბესაძე, როგორც ფასილიტატორი დანარჩენ პედაგოგებთან ერთად დიდი მონდომებით უძღვება სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს (მოსწავლეები რგავენ ხეებს, ასუფთავებენ სკოლის შიგა და გარე შემოგარენს, აკვირდებიან ფრინველებს, უვლიან სკოლის ეზოში გაშენებულ მცენარეებს).
ეკოკლუბის მუშაობის უმნიშვნელოვანესი მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს ბუნებისადმი სიყვარულის, მოვლის, გადარჩენის და სხვა უნარ-ჩვევები. მოსწავლეებში ამ უნარების აღზრდით სკოლა თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს სამყაროს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
ეკოკლუბის წარმატებულმა მუშაობამ განაპირობა ის რომ, გასულ სასწავლო წელს სკოლა იმერეთის რეგიონში მაღალი ქულებით გადავიდა ნახევარფინალში, რის გამოც სკოლამ დაიმსახურა ტიტული „წლის აღმოჩენა სკოლა“. გასულ სასწავლო წელს სკოლა აქტიური და თანმიმდევრული შრომით რესპუბლიკის 30 სკოლას შორის მოხვდა ფინალში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა“