სიახლეები
სკოლები

მიხეილ ჩხენკელმა 198-ე საჯარო სკოლა მოინახულა
24-03-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის №198 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი სკოლის აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს შეხვდა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 198-ე საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების კუთხით, რაც მოზარდების საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილ ჩართულობასა და მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. 

როგორც სკოლის დირექტორმა თეონა ყაჭეიშვილმა etaloni.ge-სთან განაცხადა, მიხეილ ჩხენკელი სწავლა-სწავლების პროცესში დაგეგმილ არაფორმალურ აქტივობებსაც დაესწრო. მოსწავლეების მიერ შექმნილი სუვენირები, ნახატები და მაგნიტური ფიგურები დაათვალიერა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პარაორკესტრის მუსიკალური შესრულებაც მოისმინა. 

სკოლაში 208 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა რომელიც მსოფლიოში აღინიშნება. ეს არის დღე, როცა საზოგადოება უნდა გახდეს უფრო ტოლერანტული, ადეკვატური  და საშუალება რომ ჯანსაღი აზროვნება დამკვიდრდეს, როგორც სასკოლო გარემოში ისე საზოგადოებაში. სკოლაში ყველამ ერთდ აღვნიშნეთ ეს დღე და ეს არ იყო ღონისძიება ან ზეიმი, ეს იყო ჩვეულებრივი სასსწავლო დღე, როცა მინისტრი გვეწვია. ძალიან უშუალოდ შევიდა მოსწავლეებთნ კონტაქტში, დაესწრო აბსოლუტურად ყველა აქტიუვობას, მ აღ შორის არტთერაპიას, ბავშვებთან ერთად ჩაერთო აქტივობებში და ძალიან დაინტერესდა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის მუშაობით, რომელიც წელს სამინსტრომ გადმოგვცა. რომლის საშალებითაც ძალიან მარტივდება სსმ მოსწავლეებისთვის ახალი მასალის ახსნა, ინფორმაციის მიწოდება...

მინისტი ასევე დაინტერესდა იმ სერვისებით, რომელსაც სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს. სკოლა არ არის მხოლოდ სასწავლო მიმდინარეობს დამატებითი მომსახუროებები, მეტყველების თერაპია მაგალითად, რომელსაც მინისტრიც დაესწრო. დაესწრო პარაორკესტრის მიერ ჩატარებულ კონცერტს. მოსწავლეებმა შეასრულეს, როგორც უკრაინული ისე ქართული ნაწარმოებები.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოსწავლეებს და ადმინისტრაციას დაპირდა, რომ წელს ზაფხულში სკოლაშ მოეწყობა სენსორული ოთახი. რომელსაც დიდი ხანია ველოდებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი იქნება,
სენსორული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო, სამუშაო და ამავდროულად თბილი ვიზიტი იყო“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

სკოლასთან დაკაშირებით განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, სკოლა საგნობრივი კათედრის წევრების, სპეციალისტებისა და სპეციალური მასწავლებლების ჩართულობით ქმნის და სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს ილუსტრირებულ, ადაპტირებულ ალბომებს, პოზიტიური ისტორიების კრებულსა და სხვა ელექტრონულ რესურსებს.

თბილისის №198 საჯარო სკოლაში განათლებას იღებს და დამატებითი მომსახურებით სარგებლობს 200-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. აკადემიური, კოგნიტიური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს რესურსოთახი, ძერწვისა და ხატვის სახელოვნებო წრეები, ფსიქო-სოციალური და STEAM ლაბორატორია. სკოლა მოსწავლეებს არაერთ დამატებით მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: მუსთერაპიას, არტთერაპიას, შრომისა და მეტყველების თერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, ინდივიდუალური ასისტენტის მომსახურებას, ფსიქოლოგის კონსულტაციას, ტრანსპორტირებასა და კვებას. 

სკოლა სრულად მორგებულია თითოეული მოზარდის საჭიროებაზე, მოწყობილია პანდუსები, ფუნქციონირებს სპეციალური ლიფტი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება

1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს

საბჭოს წევრობის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა - ცენტრი 18 ახალი პირის დასაქმებას გეგმავს

პიროვნება
„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...

სკოლები

საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ

„ვულოცავთ ამ წარმატებას“ - ასე გამოეხმაურა ორღულის საჯარო სკოლა ბავშვების წარმატებას

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება