მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისათვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იგეგმება. სკოლის დირექტორი ვაჟა ბუიღლიშვილი გახლავთ.
ამჯერად, საინტერესოდ ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი მესამე კლასში. გაკვეთილის თემა იყო „გაზაფხული - სილამაზის გამარჯვება“. სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა.
მესამეკლასელებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: თუ რა ფერები და ხმები ჭარბობს ამ დროს? რა საერთოა დედასა და გაზაფხულს შორის?; გაკვეთილის ბოლოს კი შექმნეს მისალოცი ბარათები დედებისთვის.
„მოსწავლეებმა გვაჩვენეს თავიანთი პატარა ხელებით შექმნილი ულამაზესი ყვავილები და ნაკეთობები დედიკოებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც