სიახლეები
სიახლეები

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სააპელაციო საბჭო შეიქმნა
27-10-2016
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სააპელაციო საბჭოს წევრები.

სააპელაციო საბჭოს შექმნით საქართველოში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით ისარგებლონ გასაჩივრების ახალი პროცედურით, რომლის მიხედვითაც, მოხდება გადაწყვეტილებების შინაარსობრივი განხილვა და შეფასება.

სააპელაციო მექანიზმის დანერგვა წარმოადგენს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას, რომელიც ასევე ასახულია იყო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიულ გეგმაში. 

აღნიშნული მექანიზმის ამოქმედებით საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან. 

აღნიშნული მექანიზმის დამკვიდრება ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის განვითარებასა და ამაღლებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება