სიახლეები
სიახლეები

„წამყვანობასა და მენტორობაზე თუ აქვს მასწავლებელს პრეტენზია, ელექტრონული რესურსის გამოყენებაც უნდა შეეძლოს“ - ხათუნა ბარაბაძე
24-03-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველ პედაგოგებს, საგამოცდოდ ელექტრონული რესურსები მასწავლებლის სახლმა შესთავაზა, რაც საკმაოდ მოცულობითია - დაახლოებით 4000 გვერდი; გამოცდაზე გასვლის მსურველებს ზოგიერთი კომპანია თუ ცალკეული პირი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რესურსების დაბეჭდვასა და აკინძვას სთავაზობს. ხშირად ფასიანია საკურიერო მომსახურებაც, საბოლოოდ კი არაერთი მასწავლებელი გაწბილებული დარჩა - აკინძული „სახელმძღვანელოსხარისხის, უფრო სწორად, უხარისხობის გამო და ამ ყველაფერში, მასწავლებლის სახლთან ერთად, განათლების სამინისტროც დაადანაშაულა.

უკმაყოფილო პედაგოგებმა სოციალურ ქსელში ამ საკითხს არაერთი პასკვილი მიუძღვნეს. საყოველთაო უკმაყოფილებას მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სტატუსს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით! ჩემი პოსტი ეძღვნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებისთვის რესურსების გავრცელებას. იცით, რა გამკვირვებია? ელექტრონული რესურსი აბსოლუტურად უფასოდ მოგაწოდათ მასწავლებლის სახლმა. მავანი და მავანი ამ პროცესებს საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის იყენებს. ამობეჭდეს ეს რესურსი და მასწავლებლებს კოლოსალურ ფასად შესთავაზეს.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ნუ შეუწყობთ ხელს ამ მავნე პრაქტიკას. თუ გინდათ ყიდვა, იყიდეთ, მაგრამ ნუ აღშფოთდებით და აგრესიას ჩვენსკენ ნუ გამოუშვებთ. ჩვენ მიერ ატვირთული მასალა არ არის მხოლოდ გამოცდისთვის. ეს არის ის, რაც კომპლექსური შეფასებისთვისაც (პრაქტიკული ნაწილისთვისაც) გამოგადგებათ.

XXI საუკუნეში, წამყვანობასა და მენტორობაზე თუ აქვს მასწავლებელს პრეტენზია, ელექტრონული რესურსის გამოყენებაც უნდა შეეძლოს. უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენეთ ელ. რესურსი და თუ თქვენი ნებით იყიდით ვიღაცის მიერ ამობეჭდილ და აკინძულ იგივე მასალას, ჩვენზე ნუ განაწყენდებით“!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება