მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის საგნისა და ზოგადი უნარების გამოცდის წესი მინისტრმა უკვე დაამტკიცა; მართალია, ჯერ რეგისტრაცია არ გამოცხადებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ უნარებზე რეგისტრაციისთვის 100, ხოლო საგნის გამოცდაზე რეგისტრაციისთვის მომავალ აპლიკანტებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ.
თუმცა, ახალი ბრძანების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდაზე უფასოდ დარეგისტრირედებიან და ამას გარდა, არც მინიმალური ქულების დაგროვება ევალებათ.
ჩხენკელის ბრძანებაში ასევე წერია, თუ როგორ აიმაღლებენ ეს პრაქტიკოსი მასწავლებლები სტატუსს:
პრაქტიკოსებთან დაკავშირებით, ცენტრი ეყრდნობა განათლების მართვის სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პრაქტიკოს მასწავლებელთა სია, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა 2022 წელს ორგანიზებულ საგნის გამოცდაში, გამოცდაზე მიღებული შედეგის მითითებით.
შემდეგ, „ნაეკი“ ამ სიას უგზავნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. „საგნის გამოცდის შედეგების საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს მასწავლებლის სტატუსებს და უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ათავსებს აღნიშნულ ინფორმაციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
იხილეთ ასევე:
პრაქტიკოსები არც რეგისტრაციის თანხას გადაიხდიან და არც საგამოცდო ბარიერის დაძლევა მოუწევთ
„წამყვანობასა და მენტორობაზე თუ აქვს მასწავლებელს პრეტენზია, ელექტრონული რესურსის გამოყენებაც უნდა შეეძლოს“ - ხათუნა ბარაბაძე
„დაიწყება რეგისტრაცია... მასწავლებლები ყურადღებით უნდა იყვნენ“ - სოფიო გორგოძე
წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაში 100 ლარს გადაიხდით - მინისტრის გადაწყვეტილება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“