სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N5 სკოლა ბავშვთა უფლებების შესახებ გამოცხადებული სასკოლო პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია
25-03-2022
-
+


აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში unicef-ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის - „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლების დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულ სკოლებს შორის კი აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაც არის. კონკურსში იმერეთის სხვადასხვა რეგიონის 30 სკოლა მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული სკოლის დირექტორი ნატო ბენდელიანი გახლავთ.

სკოლას ბავშვთა უფლებების შესახებ სხვადასხვა ლიტერატურა და ფასიანი საჩუქარი გადაეცა. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს კი მონაწილეობის სერტიფიკატები. აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრის“ სამახსოვრო მედალი გამარჯვებულ სკოლასა და დირექტორს გადაეცა.

შეხვედრაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი მამული ბუჭუხიშვილი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი ნატო ქობულაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი, ნოდარ ცაგარეიშვილი მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
5 აგვისტოს უცხოური ენის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება

განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება

ზოგადად, ყველაზე რთული წერითი დავალებაა, შესაბამისად, აბიტურიენტებს უფრო მეტად მისი შესრულება უჭირთ“

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

საკადრო გადანაცვლება განათლების სამინისტროში - ხარისხის განვითარების ცენტრს ახალ დირექტორი ჰყავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები

პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი

„მრავალფეროვანი აქტივობებით დახუნძლული პროგრამა ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებების საბაბი გახდა ანანოსათვის

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება