სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„გადამზადდება ბაღის ყველა აღმზრდელი და კვალიფიკაციის დამდასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა“ - გვანცელაძე
25-03-2022
-
+


საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-სა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ჰართის“ პროგრამით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა გადამზადება დაიწყო.

თითოეულ ტრენინგს 16 აღმზრდელი ესწრება. პროგრამის დასრულების შემდეგ მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროგრამა „ჰართი“ („HEART” – Healing and Education Through the Arts) არის ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით პატარებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. პროგრამის ეფექტიანობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პილოტირების შედეგების კვლევებით დადასტურებულია. პროგრამა განსაკუთრებით ეფექტიანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში ჩართვისა და განვითარებისათვის.

ტრენინგებს „ჰართის“ პროგრამის ტრენერები, ნინო ჩქვიმიანი და ნუცა ფრუიძე უძღვებიან. მათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე ერთ-ერთ ტრენინგზე შეხვდა და წარმატებები უსურვა ამ მნიშვნელოვან პროექტში.

„ჰართი“, რომელიც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში, 12 საბავშვო ბაღში განხორციელდა, წელს 40-მდე ბაღში შევა. ამასთან ერთად, მოხდება ტრენერთა გადამზადება, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენივე რესურსით, ხელი შევუწყოთ ამ მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიის დანერგვას თბილისის ყველა ბაღში. ჩვენი მხრიდან უწყვეტი იქნება საჭირო მეთოდური მასალებით ბაღების მომარაგების პროცესი. გადამზადდება ყველა აღმზრდელი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია განახორციელებს 250 000 ლარის ინვესტიციას, გადაამზადებს 12 „ჰარტ“ ტრენერს და 39 საბავშვო ბაღის 318 აღმზრდელს, ასევე, მონაწილეებს უზრუნველყოფს აუცილებელი სამუშაო მასალით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება