სიახლეები
სიახლეები

ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ, ხულოს საგამოცდო ცენტრი კი წელს დროებით დაიხურა
06-03-2018
-
+


რამდენიმე დღის წინ Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ განუცხადა, რომ სამ მუნიციპალიტეტში - ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში საგამოცდო ცენტრები გაუქმდებოდა. გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი შეხვდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას.

რაც შეეხება ხულოს, აქ საგამოცდო ცენტრი წელს დროებით დაიხურება, რადგან სკოლას, სადაც გამოცდები იმართებოდა, რეაბილიტაცია უტარდება. როგორც Etaloni.ge-სთან საუბრისას ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ აღნიშნა, მომავლი წლიდან ხულოში საგამოცდო ცენტრი კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას:

„ხულოში საგამოცდო ცენტრი არ გაუქმებულა. ჩვენ წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები, რომ დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდები იმართება, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს ძალიან ფართომასშტაბიან რეაბილიტაციას ატარებს. აქედან გამომდინარე, წელს ხულოში საგამოცდო ცენტრი არ იქნება. მომავალში კი გამოცდები ჩვეულებრივ ჩატარდება.“

ფოთის რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია მიესალმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას, რომ ფოთში საგამოცდო ცენტრი შენარჩუნდება:

„26 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთსა და ოზურგეთში საგამოცდო ცენტრები უნდა გაუქმებულიყო. ამას აბიტურიენტებისა და მოსახლეობის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ფოთში მე-13 წელია, რაც საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. საგამოცდო ცენტრი ემსახურება არამხოლოდ ფოთს, არამედ მიმდებარე რაიონებს - ხობს, სენაკს, ლანჩხუთს, სუფსას. ამ გულისტკივილის მოგვარებაში ძალიან აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლება, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია. მაია მიმინოშვილის ინიციატივითა და სურვილით შედგა შეხვედრა ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლაში. შეხვედრაზე თავი მოიყარეს აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა, დაინტერსებულმა პირებმა. ქალბატონმა მაიამ გამოხატა თანადგომა აბიტურენტების მიმართ. აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აბიტურიენტების აზრი. საგამოცდო ცენტრი ფოთში კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას. დღეს გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო და ფოთელმა აბიტურიენტებმაც დაიწყეს დარეგისტრირება ფოთის საგამოცდო ცენტრში.“

ფოთის სკოლა „გიმნაზიის“ დირექტორი ნანა ალექსანდრია:

„აღშფოთებული ვიყავით ამ ამბით. აბიტურიენტები განიცდიდნენ, შეიძლება ვერც მიესწროთ გამოცდებზე, გზები სულ დატვირთულია, ხშირად გადაკეტილია. აბიტურიენტებს ან ზუგდიდი ან ბათუმი უნდა აერჩიათ. ამ ქალაქებში წინა დღის ჩასვლის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. ძალიან კარგად ტარდებოდა ჩვენთან გამოცდები, ობიექტურად, წესების დაცვით. ძალიან კარგია, რომ გადაწყვეტილება შეცვალეს და საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება.“

ფოთის სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე სალომე სიგუა

„როდესაც გავიგეთ, ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმების შესახებ, ბავშვების ორგანიზებით,  ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, ორივეზე ვიყავი. შევხვდით ქალაქის მერს, ბატონ გოჩას, მანაც მხარდაჭერა გამოთქვა. შემდეგ შევხვდით ქალბატონ მაია მიმინოშვილს, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა, რატომ აუქმებდა ცენტრს. ჩემი აზრით, გამოცდების ჩასაბარებლად არ უნდა მიწევდეს ზუგდიდში ან სხვა ქალაქში წასვლა. ფოთში საკმარისად ბევრი აბიტურიენტია, რომ შეიქმნას საგამოცდო ცენტრი. მოხარული ვარ, რომ გადაწყვეტილება შეცვალეს.“

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე:

„ოზურგეთში საგამოცდო ცენტრის გაუქმება ოზურგეთელებისთვის ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. 10 წელია, ოზურგეთელი მოსწავლეები და მასწავლებლები მიჩვეულები ვართ კომფორტულ, შინაურულ გარემოში გამოცდების ჩატარებას. მოგეხსენებათ, გამოცდები ისედაც დიდი სტრესია აბიტურიენტებისთვის. ძალიან მშვიდად და ნორმალურად ხდებოდა ყველაფერი. გვერდით ვიდექით პედაგოგები და აბიტურიენტები. ქალბატონ მაიასთან შეხვედრის დროს ჩვენი სკოლა ძალიან აქტიურობდა. იმ დარბაზში ყველა ერთად იდგა, ხელისუფლება, ოპოზიცია, მერი, საკრებულოს წევრები. აბსოლურუტად ყველა ვიყავით ერთ აზრზე, რომ ოზურგეთში საგამოცდო ცენტრი როგორმე უნდა შენარჩუნებულიყო მივაღწიეთ კიდეც ამას მივაღწიეთ.  დიდი მადლობა ქალბატონ მაიას, რომ გულთან მიიტანა ჩვენი ბავშვების, მშობლების გულისტკივილი.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნათია ქობულაძე:

„რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ უქმდებოდა საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში. ეს თითოეული ჩვენგანის ტკივილი იყო. მისასალმებელია, რომ ქალბატონმა მაიამ ჩვენი არგუმენტები გაიზიარა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა თითოეული ოზურგეთელი აბიტურიენტის სახელით. ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის დამსახურება, ეს არის ოზურგეთელი ბავშების დამსახურება. ასე იყო  ფოთშიც.“

2018 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. ფოთელ და ოზურგეთელ აბიტურენტებს საგამოცდო ქალაქის არჩევისას საკუთარი ქალაქის მითითების შესაძლებლობა აქვთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025

ქართულის საგამოცდო პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

„ბედნიერი ერი“, ყვარყვარე თუთაბერი“, „გოგჩა“... ეროვნულების პროგრამიდან ამოღებულია

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია - NAEC

ავტორიზაციის დებულებაში ცვლილება შევიდა - ვის ეხება 10-დღიანი ვადა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

სკოლები

სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს 

ამჯერად, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ფარგლებში მეორე კლასში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა 

სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები. ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო 

„ჩვენ ბევრჯერ დავწერთ ისტორიას. ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ სარბიელზე“ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება