„Izrune.ge განათლების სფეროში ინოვაციური გადატრიალებაა“ - მცხეთა „ეტალონის“ ახალ პროექტს ეხმაურება
06-03-2018
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად მცხეთას სტუმრობს.
მცხეთის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია იმართება.
შეხვედრას სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებიან.
„Izrune.ge განათლების სფეროში ინოვაციური გადატრიალებაა“ - აღნიშნეს შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი Izrune.ge რამდენიმე თვეა, რაც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა. საიტის მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და რომ არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.