მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის საქმიანობა ყოველი სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს უნდა ფასდებოდეს.
დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი თითოეული მასწავლებლის საქმიანობას, მათ შორის, საგაკვეთილო პროცესს, უნდა დააკვირდეს, შეაფასოს და მისცეს განმავითარებელი უკუკავშირი.
ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფს უფლება აქვს, უფროს მასწავლებელს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დაესწროს 3 გაკვეთილზე, წამყვანს - ორზე, მენტორს კი ერთზე. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, გაკვეთილებზე დასწრება საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს.
ვინ უნდა შედიოდეს ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფში? რა ევალებათ მათ?
ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის მუდმივი წევრები დირექტორი და სასწავლო ნაწილი არიან. მათთან ერთად ჯგუფში შედის კათედრის წარმომადგენელი. კათედრა თავად წარუდგენს სკოლის დირექტორს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრს.
ჯგუფის წევრების უმთავრესი ვალდებულება კი პედაგოგისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიცემაა. ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი არ არის „სადამსჯელო ორგანო“ რომ გაკვეთილზე დასწრებამ მასწავლებელს რაიმე საფრთზე შეუქმნას, პირიქით, სწორედ ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის დახმარებით უნდა განვითარდეს პედაგოგი პროფესიულად.
როგორც აღვნიშნეთ, ხარისხის განვითარების ჯგუფში შედის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და კათედრის წარმომადგენელი. მოგეხსენებათ, კათედრის წარმომადგენელი ჩვეულებრივი პედაგოგია და მისი საქმიანობაც უნდა შეფასდეს. სწორედ ამიტომ, მას გაკვეთილზე დირექტორი და სასწავლო ნაწილი დაესწრებიან.
ჯგუფის ვალდებულება მხოლოდ საგნის პედაგოგების შეფასება არაა. სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს სწორედ სკოლის დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან უნდა განიხილავდეს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, ჯგუფისგან უნდა მიიღოს მან განმავითარებელი უკუკავშირი, შემდეგ კი შეადგენოს ახალი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა.
იხილეთ ასევე: დირექტორი უფროს მასწავლებელს 3 გაკვეთილზე, წამყვანს 2-ზე, მენტორს კი 1 გაკვეთილზე უნდა დაესწროს და შეაფასოს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...