მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N208 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ეროვნული სასწავლო გეგმის კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით, სასკოლო პროექტის - „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა გახლდათ - „გერმანელები საქართველოში“. საგანმანათლებლო ღონისძიებაში VIII1 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე კლასის დამრიგებელმა, თამარ მათიაშვილმა და ისტორიის პედაგოგმა, ვახტანგ თვალაძემ მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში გერმანული დასახლებების, გერმანელების ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ.
აქცენტი გაკეთდა გერმანელთა წვლილზე ჩვენი ქვეყნის არქიტექტურის, ხელოვნების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების განვითარების საქმეში.
დაგეგმილია მოსწავლეთა სხვადასხვა სახის აქტივობები ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც