მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N2 საჯარო სკოლა სკოლის ჯგუფი „კესანე“ პროექტში - „გაამწვანე შენი სკოლის ეზო“ მონაწილეობას აქტიურად აგრძელებს.
არსებული ეპიდვითარებისა და უამინდობიდან გამომდინარე სამუშაო საქმეები დროებით შეჩერებული იყო. როგორც კი საშუალება მიეცათ, ჯგუფის წევრები ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ახლადაშენებულ, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ შენობაში მივიდნენ.
მათ მოინახულეს სკოლა, დაათვალიერეს შიდა სივრცე. შემდეგ კი მონაწილეობა მიიღეს სკოლის ტერიტორიის დასუფთავებაში და ნიადაგის მოწესრიგებაში.
სკოლის გარკვეულ ტერიტორიაზე გამოყოფილია ადგილი, სადაც ჯგუფმა მწვანე სივრცე უნდა შექმნას.
ჯგუფის წევრებმა ტერიტორია უკვე დაასუფთავეს და ზედმეტი ქვებისგან გაწმინდეს.
„უკვე დასრულდა მეორე ეტაპი და გადავდივართ დასკვნით, მესამე ეტაპზე, რაც გულისხმობს ახლო მომავალში ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის შექმნას. ჯგუფის წევრები დარგავენ ყვავილებს, ასევე პალმას და მოაწყობენ პატარა სკვერს. შეიქმნება უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჩვენი სკოლის აღსაზრდელებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
თელავის N9 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს გლოვობს
პოეტს მასპინძლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი მაკა მიქაუტაძე და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე ლალი გაფრინდაშვილი
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...