სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლეებს დემოკრატიული და სამართლებრივი კომპეტენციების განვითარების მიზნით გაკვეთილები ჩაუტარდებათ
29-03-2022
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლა პროექტს „სამართლებრივი კულტურა“ შეუერთდა. 

პროექტის მიზანი სკოლებში დემოკრატიული და სამართლებრივი კომპეტენციების დანერგვა. მისი მიმდინარეობისას უნდა წარიმართოს გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები განიხილავენ თემებს, როგორიცაა ბავშვთა უფლებების დაცვა, ტოლერანტობა, კონფლიქტების გადაჭრა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აზარტული თამაშები და სხვა.

სკოლაში პროექტს სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი რუსუდან ბურჯანაძე გაუძღვება, მას სამართლებრივი კუთხით ფასილიტაციას პოლიციის წარმომადგენელი დავით თაბაგარი უწევს. 

„სამართლებრივი კულტურის“ ფარგლებში, 9 გაკვეთილი უნდა ჩატარდეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველი გაცნობითი შეხვედრა IX კლასში უკვე გაიმართა.

„IX კლასში პროცესი წარიმართა სახალისო აქტივობით, ინტერაქციით, მოსწავლეებმა დიდი მზაობა გამოხატეს გაკვეთილისა  და დამსწრე პოლიციელისადმი, წარადგინეს საკუთარი თავი და ერთი თვისება ან ინფორმაცია, რომელიც მათივე აზრით უნდა გვცოდნოდა მათ შესახებ. შევქმენით „გაზიარების ყუთი“ და ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე. ასევე დეტალურად გავაცანით განსახილველი თემები, მოსწავლეებმა ისაუბრეს მომავალი გაკვეთილების მოლოდინებთან დაკავშირებით. გაკვეთილი იყო პოზიტიური, პროდუქტიული და ძალიან საინტერესო. სასწავლო პროგრამის ასეთი გამრავალფეროვნება, სწავლების მხრივ, მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის სამოქალაქო და სამართლებრივი კუთხით განვითარებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ? 

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება