თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადახვა მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს
29-03-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შესახებ ტელევიზიამ სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტის მიზანი იყო მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები გადმოეცათ.
მათ ისაუბრეს ოკუპაციაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, საქართველოში პრორუსულ პროპაგანდაზე, სტერეოტიპებზე, განათლების სისტემასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათ თავიანთი ქვეყნისგან განათლება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ხოლო მეორე მხრივ, თვითონ საქართველოს უნდა მოუფრთხილდნენ, დაიცვან და განავითარონ.
მოსწავლეებმა იმის შესახებაც ისაუბრეს, თუ რისი შეცვლა სურთ განათლების სისტემაში, რა საგნებს დაამატებდნენ და რას მიაქცევდნენ უფრო მეტ ყურადღებას. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ სამოქალაქო განათლება მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის სწავლებას სკოლაში მეტი დრო უნდა დაეთმოს.
მოსწავლეები მშობლებს ურჩევენ, რომ თავიანთ შვილებს ენდონ და მხარი დაუჭირონ. ასევე, აღნიშნეს, რომ თვითონ როდესაც შვილები ეყოლებათ, მათ ისე მოექცევიან, რომ არაფერი დაუშალონ და სწორო ფასეულობები ჩაუნერგონ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მათ ისაუბრეს კიბერბულინგი იყო.
მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ კარგი სახელმწიფოს მახასიათებელი სრული დემოკრატია, სამართლიანობა და განათლებული მოსახლეობაა. ასევე, ასეთი სახელმწიფო უნდა მიისწარფვოდეს იმისკენ, რომ ისტორია კარგად გაიაზროს და მომავალი თაობისთვის ახალი ისტორიაც დაწეროს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ მოსაზრებები მკაფიოდ დააფიქსირეს. სიუჟეტი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა.