მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N72 საჯარო სკოლაში სამი უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა.
მე-6 კლასის მოსწავლე ტიმოფეი ფედოსეევს, მეორეკლასელ ელისეი ტიმოშენკოსა და მე-4 კლასელ იაროსლავ ტიტოვს სკოლაში გულღიად, საზეიმო ვითარებაში დახვდნენ.
როგორც Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორმა, მანანა კიკაჩეიშვილმა აღნიშნა, მოსწავლეებისთვის სკოლაში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და მათ დასახმარებლად ყველა აუცილებელი ღონისძიება განხორციელდა. ბავშვებს, სკოლასთან და თანაკლასელებთან ადაპტირება არ გასჭირვებიათ, რადგან სასკოლო საზოგადოებისგან ისინი სრულ მხარდაჭერას გრძნობენ.
„ყველანი სხვადასხვა დროს შემოვიდნენ სკოლაში. მათ საზეიმოდ, მორთულობებით, პლაკატებით, მუსიკითა და საჩუქრებით დავხვდით. შემდეგ შევიყვანეთ კლასებში, ბავშვებიც ძალიან თბილად შეხვდნენ. ადაპტირდნენ ძალიან კარგად, უკვე თანაკლასელებთან მეგობრობენ და დიდ სითბოს გამოხატავენ. კლასელები და მასწავლებლებიც მათ მიმართ დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენენ. შემდეგ მშობლებს შევხვდით, რომლებმაც დაგვიწერეს თუ რა აუცილებელი საჭიროებები აქვთ ამ ეტაპისთვის. ამაზეც ვიზრუნეთ და საქველმოქმედო აქციით უკვე საჭირო ნივთებიც შეგროვდა; შეგროვილი ნივთები დავუწყეთ, დავუხარისხეთ, ოთახში მარტოები შევუშვით, რომ არ მორიდებოდათ და თავად აერჩიათ ის რაც, სჭირდებოდათ. ვზრუნავთ რაც შეგვიძლია. სასკოლო ნივთებიც გადავეცით და, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოებიც.. ვცდილობთ რაც შეგვიძლია, ამას ბავშვები ყოველ წამიერად გრძნობენ და მადლიერები არიან“, - აღნიშნა დირექტორმა, მანანა კიკაჩეიშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც