მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სემესტრის განმავლობაში მასწავლებლებმა მოსწავლეები სამი კომპონენტის მიხედვით უნდა შეაფასოს. ეს კომპონენტებია: საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება.
მოგეხსენებათ, შეფასება ორგვარი არსებობს - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. რომელ კომპონენტზე რა ტიპის შეფასება უნდა გამოიყენოს პედაგოგმა? როდის გამოიყენება განმავითარებელი და როდის განმსაზღვრელი შეფასება?
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მასწავლებელს შეუძლია სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასება გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი სამიდან ნებისმიერ კომპონენტში. რაც შეეხება განმსაზღვრელ შეფასებას, ნიშნებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:
მნიშვნელოვანია, რომ საკლასო კომპონენტში მოსწავლეები ნიშნებით ფასდებიან V კლასის მეორე სემესტრში, ასევე VI-XII კლასებში, საშინაო დავალებაში განმსაზღვრელი შეფასება დაშვებულია VII-XII კლასებში, ხოლო შემაჯამებელი დავალებები ნიშნებით ფასდება V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში. განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად პედაგოგს შეუძლია, მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებაც მისცეს.
რაც შეეხება დაწყებით კლასებს:
I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა