მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორი მალხას მალხასიანი მშობლების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვების შესახებ საუბრობს.
როგორც მან Etaloni.ge-ს უთხრა, იმისთვის, რომ სკოლამ მშობლების ნდობა დაიმსახურის, საჭიროა, რომ სასწავლო პროცესში ისინიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი და შვილების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.
მალხას მალხასიანის თქმით, მშობლისა და მასწავლებლის კარგი ურთიერთობა მოსწავლეებზეც დადებითად აისახება - ისინი ბევრად უფრო მონდომებულნი და მოტივირებულნი არიან.
„მოსწავლეების მშობლებსა და პედაგოგებს ერთმანეთთან მუდმივი ურთერთობა უნდა ჰქონდეთ. მასწავლებლები უნდა ეცადონ, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში მოსწავლეების მშობლებიც ჩართონ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოსწავლეებმა ერთობლივი ძალებით კარგად ისწავლონ. ცხადია, რომ ამ ვითარებაში მშობელს სკოლისა და მასწავლებლის მიმართ უფრო მეტი ნდობა ექნება და ბევრად უფრო კეთილგანწყობილი იქნება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოსწავლეებზე აისახება. ისინი უფრო მონდომებულები, მოტივირებულები იქნებიან. ჩვენს სკოლაში ამ მხრივ კარგი, ნორმალური მდგომარეობაა“,- ამბობს მალხას მალხასიანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც