სიახლეები
სკოლები

არა, ძალადობას! - ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
07-03-2018
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში ორის სკოლის, განახლებისა და ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ხელმძღვანელების, მარეხი კოჩალიძისა და ლანა დავითაძის თაოსნობით, განხორციელდა პროექტი - „არა,ძალადობას!“. 

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ მიქელაძე, იურისტი გენად აბაშიძე, შშს აჭარის პოლიიცის დეპარტამენტის, ხულოს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი, რამინ ბოლქვაძე, ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი კობა ბოლქვაძე, ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ აბულაძე, განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე, პედაგოგი ოთარ ბოლქვაძე და მშობელი ამილონა დეკანაძე. 

ნაჩვენები იქნა ვიდეო ბულინგის წინააღმდეგ. მოსწავლეებმა ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე, დასვეს კითხვები. საუბარი დისკუსიის ფორმით წარიმართა. 

ბავშვების მიერ დასმულ კითხვებზე კომპეტენტურმა პირებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. იყო ლექსები ამ საკითხთან დაკავშირებით. 

პროექტის მიზანი - არა, ძალადობას! მიღწეული იქნა.  

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, განსაკუთრებით, ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ღონისძიების ორგანიზატორს, განახლების საჯარო სკოლის პედაგოგს დარიკო მელაძეს.

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

პიროვნება

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება