მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ ეკოკლუბის „ანაბასისი“ ორგანიზებით კონფერენცია - „წყალი სიცოცხლეა!- გავუფრთხილდეთ მას!“ ჩატარდა.
კონფერენციაზე საინტერესო პროექტები წარმოადგინა კლუბის წევრმა ელენე მელაძემ. მან ადამიანისათვის და ზოგადად ბიოსისტემისათვის წყლის მნიშვნელობაზე თანატოლებს ინფორმაცია მიაწოდა და ისაუბრა, რომ წყლის რესურსების დაცვის კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა.
„წყლის რესურსების გლობალური კრიზისი ძლიერდება, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უწყლოდ? როდესაც ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა უმეტესობას წასვლა მოუწევს“,- აღნიშნა მან.
მან მოიტანა ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სად არის წყლის რესურსები ყველაზე მეტად დაბინძურებული. საქართველოში არსებული სიტუაციაც მიმოიხილა, რომელიც ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი.
კლუბის წევრი ქეთი ცერცვაძე თავის პრეზენტაციაში იმ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომელიც საქართველოში წყლის დაცვასთან დაკავშირებით მიიღეს.
„მათი შესრულება შეიძლება იყოს საქართველოს წყლის რესურსების მართვის სექტორისთვის დამახასიათებელი სერიოზული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზა, რომელთაგან უმთავრესი წყლის დაბინძურება და წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენებაა.
ამასთანავე, კიდევ არ არის გაცნობიერებული წყლის რესურსების მართვის გამართული სისტემის არსებობის მნიშვნელობა. თუმცა წყლის ხარისხი და წყლის ხელმისაწვდომობა ახლო მომავალში ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება“,- დაამატა მან.
ეკოკლუბელმა ანასტასია ჯაფარიძემ ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც შეიძლება წყლის დაბინძურებამ გამოიწვიოს. ასევე აღნიშნა, რომ ჩვენთვის მოწოდებული წყლის ხარისხზე კონტროლი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ბევრი სხვა რამ.
„ადრე ეს ინფორმაცია ქვეყნდებოდა და გვქონდა საშუალება, გაგვეგო, თუ როგორი ხარისხის წყალს ვიღებდით. დღეს ეს თემაც დახურულია. ვინ ამოწმებს სასმელი წყლის ხარისხს, როგორ და რანაირად, ინფორმაცია არ არის. 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის დღეა. მისი დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია წყლის ხარისხზე კონტროლი“,- დასძინა ანასტასია ჯაფარიძემ.
კონფერენცია ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაიგეგმა: ჩატარდეს სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა წყლის რესურსის მიზნობრივ და ეკონომიურ გამოყენებაზე, მოეწყო ექსკურსია, (რეგულაციების დაცვით) ქალაქის წყალსადენ სადგურში, რათა მოსწავლეები ადგილზე გაცნობოდნენ, როგორ ხდება წყლის გასუფთავება და სასმელად მიწოდება მოსახლეობისთვის.
კონფერენცია შეაჯამეს კლუბის ლიდერმა პედაგოგებმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც