მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლის, სოფო ქათამაძის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
სოფო გამოირჩევა ხატვის განსაკუთრებული ნიჭით, უყვარს ანიმაციური და ზღაპრის პერსონაჟების ხატვა. მისი ნამუშევრების უმეტესობა თბილ ფერებშია შესრულებული, რაც მისი შინაგანი ბუნებიდან მომდინარეობს.
გამოფენის მოწყობა მისმა თანაკლასელებმა საკუთარ თავზე აიღეს. “თავისუფალ სივრცეში“ მოლბერტებზე გამოფინეს ნამუშევრები, მოიწვიეს მასწავლებლები და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
დამთვალიერებლებმა სიტყვიერი პოზიტიური კომენტარებით შეაფასეს სოფო. დირექციამ გადასცა მცირე ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატი. გამოფენა ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდა.
„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, გვერდში დგომა და პატივისცემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია! წარმატებები სოფოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლის კლასის დამრიგებელი - თამილა რიონიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც