სიახლეები
ეტალონი

„მცხეთის ეტალონმა მოსწავლემ“ ლიტვის საელჩოსგან საჩუქარი მიიღო
07-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „მცხეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

მუხრანის N1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი მონიკა ბურკაუსკიენე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ზურა ივანიშვილი, მერიის კულტურის განყოფილების უფროსი შორენა არჯევანიძე, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

„მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ძველი ქანდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მორის ბეკურიშვილი დაეუფლა.

„მცხეთის ეტალონს მოსწავლეს“ ლიტვის საელჩოსგან ლიტვის ისტორიის წიგნი გადაეცა საჩუქრად, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტი კი მას სიურპრიზს უმზადებს.
 
„მცხეთის ეტალონი მოსწავლე“ მორის ბეკურიშვილი მადლობას უხდის პროექტს ცოდნისა და გამოცდილებისთვის:      
                               
„მესამე წელია „ეტალონში“ ვიღებ მონაწილეობას და პროექტი მუდამ დიდი გამოცდილებითა და ემოციებით მავსებს. ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით, მადლობა პროექტს მოცემული შანსისთვის."   

საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი მონიკა ბურკაუსკიენე მოხარულია „ეტალონთან“ თანამშრომლობით და წარმატებებს უსურვებს პროექტს:             

„ემოციურია, როდესაც ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას ხედავ. მათ უხარიათ „ეტალონში“ მონაწილეობა და კონკურენტულ გარემოში იბრძვიან გამარჯვებისთვის. ისინი აქ სითამამესა და წარმატებას ეჩვევიან. ლიტვის საელჩო მოხარულია პროექტთან თანამშრომლობით და წარმატებებს უსურვებს „ეტალონს“ მომავალშიც."     
       
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი მოხარულია მოსწავლეების წარმატებული ასპარეზობით და მადლობას უხდის პროექტს:                          

„მცხეთაში გამართული ღონისძიება, როგორც ყოველთვის, საზეიმო იყო. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ ჩვენი ბავშვების წარმატებით. მუდამ გვეამაყოს მათით. „ეტალონში“ გამოსვლა საზოგადოების წინაშე წარდგენაა განათლების, კულტურისა და ერუდიციის ენით. მინდა, რომ დიდხანს იყოს ეს პროექტი, საქვეყნო საქმისთვის."  

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს:   
                                        
„მცხეთაში ინტელექტ-ჩემპიონატმა ბრწყინვალედ ჩაიარა. მადლობა „ეტალონს“ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებში ცოდნის წახალისებისთვის. პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს მცხეთის საკრებულოსგან."                                          

მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ზურა ივანიშვილი მადლობას უხდის გოჩა ტყეშელაშვილს გაწეული შრომისთვის:      
      
„მადლობა „ეტალონსა“ და მის ავტორს საქვეყნო საქმის მსახურებისა და ახალგაზრდებში ცოდნის წახალისებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და მონაწილეებს.“   
                                                                    
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი შორენა არჯევანიძე მადლობას უხდის „ეტალონს“ საქვეყნო საქმის მსახურებისთვის:

„დიდი მადლობა პროექტსა და მის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს გაწეული შრომისთვის. „ეტალონი“ ჩვენს ქვეყანაში შეუფასებელ საქმეს ემსახურება არაფორმალური განათლების კუთხით. ვისურვებდი, ყოველთვის იყოს ეს პროექტი და ჩვენი მუნიციპალიტეტი, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად, ასე და უფრო დიდი წარმატებით ასპარეზობდეს მასში."                                           

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია მოხარულია პროექტში ბავშვების აქტიური ჩართულობით და მადლობას უხდის „ეტალონს“ ცოდნის წახალისებისთვის: 

„მცხეთა ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეთა მაღალი რაოდენობითა და შედეგებით გამოირჩევა, რაც ნამდვილად სასიხარულოა. მადლობას გადავუხდი „ეტალონს“ მოსწავლეებში ცოდნის წახალისებისა და მეტი სტიმულის მიცემისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდობასა და პროექტს."                                           

გამარჯვებულის ქიმია-ფიზიკის მასწავლებელი, მაყვალა იაკოფოვი გახარებულია მორისის წარმატებით და მადლობას უხდის პროექტს:                  

„მორისი ღირსეული გამარჯვებულია. უაღრესად ნიჭიერი, დინჯი და შრომისმოყვარე მოსწავლეა. მადლობა „ეტალონს“ განათლების წახალისებისთვის. ულევ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობას.“

„მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მორის ბეკურიშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს ! 

გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ

გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს 31 დეკემბერისა და 1- 3 იანვარს მოსალოდნელ ამინდს საქართველოში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

ეს დღე დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის 



საინტერესო
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი

გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ

საშობაოდ, საჩუქრის ჩუქების ტრადიციამ სათავე გერმანიაში, მე-16 საუკუნიდან აიღო

სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

სიახლეები
საზოგადოება