სიახლეები
სკოლები

ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი კომპანია - „პელარგონია“ შექმნეს
01-04-2022
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის XI კლასში არჩევითი საგანი - „მეწარმეობის საფუძვლები“ ისწავლება, რომლის პედაგოგიც მაია შუკაკიძეა.

„მეწარმეობის საფუძვლების“ ეგიდით, მოსწავლეები უკვე მეშვიდე წელია მინი კომპანიებს ქმნიან, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებენ. ასევე, აწყობენ გამოფენა - გაყიდვებს და შემოსულ თანხას სურვილისამებრ სხვადასხვა აქტივობებში იყენებენ.

2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებმა შექმნეს მინი კომპანია - „პელარგონია“.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიზანია: მოსწავლეებს განუვითარდეთ ის უნარ - ჩვევები, რაც საჭიროა დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინტეგრირებისათვის.

„კომპანია სტიმულს აძლევს მოსწავლეთა აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და უჩვენებს ახალგაზრდებს, რომ აუცილებელი არ არის მოელოდე „მყარ“ ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ან კერძო მეწარმისგან. პროგრამა ეფუძნება პრინციპს - „სწავლა კეთებით“; მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით შექმნეს მინი კომპანია, გადაინაწილეს როლები, შეიმუშავეს ბიზნეს გეგმა და დასახეს პროგრამის განვითარების გზები. მინი კომპანია ამრავლებს და გამოჰყავს მრავალფეროვანი ყვავილების ჩითილები და ბოსტნეული კულტურები. აპრილის ბოლოს იგეგმება გამოფენა-გაყიდვა, სადაც მოხდება პროდუქციის რეალიზაცია. შემოსული თანხით კი კომპანიას გადაწყვეტილი აქვს შეიძინოს სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ნარგავები და შექმნან გამწვანებული სივრცე სკოლის ტერიტორიაზე დირექციის მიერ გამოყოფილ ადგილზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება