მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N7 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ქიბიშაური გერმანიაში გამართულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმში მონაწილეობდა.
პროექტი „CEEM - სამოქალაქო განათლების სწავლება სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით“, ქალაქ ბერლინში გაიმართა.
ის თავის გამოცდილებას ახლა კოლეგებს უზიარებს.
მიმდინარე ვორქშოპების დროს, მასწავლებლებმა შექმნეს რამდენიმე სიმულაციური თამაში და მინისპექტაკლები, პერსონაჟთა პროფილები, მოირგეს როლები და სამსახიობო ხელოვნებაშიც მოსინჯეს თავი.
მასწავლებლებმა სწავლის პარალელურად, ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და რუსეთი საელჩოსთან მხარდაჭერა უკრაინასაც გამოუცხადეს.
„პროექტი ხორციელდებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, აიწონა-დაიწონასა და CRISP - Crisis Simulation for Peace e.V პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო განათლების პედაგოგების გაძლიერებას სიმულაციური თამაშისა და ემანსიპატორული თეატრის მეთოდების გაზიარების საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ადამიანის უფლებების შესახებ განათლებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ტრენინგებს უძღვებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები გერმანიიდან: Katja pavlova და Mareike Wenzel-ი",- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც